ხატწერა, როგორც პროფესია და საყვარელი საქმე
- როგორ დაიწყო ყველაფერი? რატომ გადაწყვიტეთ ხატწერა და რამდენი ხანია უკვე მუშაობთ ამ მიმართულებით?
მე ვარ თამთა თოიძე, პროფესიით ხატწერის რესტავრატორი და ფერმწერი.
მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ, როდესაც ოჯახი შევქმენი, რესტავრაციის ექსპედიციებში უკვე ვერ ვახერხებდი წასვლას და ამიტომ ალტერნატიული ვერსიის ძიება დავიწყე,
დავიწყე ფიქრი, თუ რისი შექმნა შემეძლო სახლში, ისეთი რამის, რაც ოჯახს თვეებით არ დამაშორებდა.
მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავედით და საჭიროებისამებრ ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთები და ძიების პროცესში მივხდი, რომ შემეძლო ისეთი რამის შექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იყო და თან შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სახით მათი რეალიზაცია.
პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებულად განვახორციელე და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა შეკვეთების თვალსაზრისით.
შემდეგ ჟურნალის მაგიდა შევქმენი – საჭიროებისამებრ მინდოდა და ესეც წარმატებული აღმოჩნდა შეკვეთების მხრივ.
მესამე მცდელობა სასაჩუქრე ჩანთების და საფულეების გაფორმება იყო და ასე ნელნელა სხვადასხვა ნივთებს და ინტერიერისთვის განკუთვნილ საგნებს ვაფორმებდი და ვქმნიდი ჩემებურად.
ვხატავდი მთელი ცხოვრება, ეს უფრო ღრმა ბავშვობიდან მოდის და ასევთქვათ ჩემი ცხოვრების განუყოფელი რამ არის.
ეს ჩემთვის არის ის ძალა, რაც განცდების და ემოციების გამოსახატად და თუნდაც განსატვირთვად ყველაზე ჩემეული საშუალებაა.
ეკლესიური პიროვნებების ოჯახში გავიზარდე და ხშირად დავყავდი მშობლებს ტაძარში.
ტაძრის ფრესკებს ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე, დიდ აღფრთოვანებას და მისტიურ შეგრძნებას მმატებდა მისი ხილვა.
ხატი – სხვა სამყაროში გამავალი რამ არის, ისეთი რაღაც, რაც სიტყვებით არ გამოითქმის და შინაგანად უნდა იგრძნო.
მოკლედ რომ ვთქვა, ეს ის სამყარო იყო და არის, რაც წუთიერი სამყაროდან საუკუნო სამყაროში მიგიძღვება და მისით დაინტრიგებული ანუ დაინტერესებული ყოველთვის ვიყავი და მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში და ხატმწერ-რესტავრატორი გავხდი.
არამარტო საქართველოს ტაძრებში, არამედ კერძო პიროვნებების კოლექციებშიც ინახება ჩემ მიერ შექმნილი ნიმიშები და ასევე საზღვარგარეთაც მაქვს გაგზავნილი, სადაც კერძო კოლექციებშია დაცული.
- ხატების გარდა კიდევ რაზე მუშაობთ?
ჩემი პროფესია ძირითადად ფრესკების რესტავრაცია არის.
ფრესკების რესტავრაციაზე ვმუშაობდი და ეს ძალიან მეამაყება, როდესაც ვიაზრებ თუ რაოდენ დიდ საქმეს შევეჭიდე იმ პერიოდში, როდესაც ექსპედიციებში ვმუშაობდი.
ისტორიული ნიმუშის აღდგენა განმაცვიფრებლად სხვანაირად განგაწყობს ამ წუთისოფლის მიმართ.. სხვანაირად აღიქვამ უკვე სამყაროს.
ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმიანობა არის ნამდვილად.
ხე ისეთი მასალა არის, რაც ინტერიერს უმეტესწილად უხდება, თან ხატწერაში ხეში შესრულებულ ნამუშევრები უფრო ხარისხაინი მასალა არის და ეს მის სრულყოფილებაზეც მიანიშნებს.
ვცდილობ ბუნებრივი საღებავები გამოვიყენო, რადგან სახლში ვმუშაობ, სადაც ჩემი პატარა შვილები არიან.
თან ამავდროულად მინდა, რომ ჩემმა ნამუშევრებმა დროს გაუძოს და ხარისხიან მასალებს ვიყენებ.
პირველ რიგში სარკეში სანამ ჩემს თავს შევხედავ იქამდე, ორნამენტების თვალწარმტაც შთაბეჭდილებას ვაკვირდები და მათ სხვნაირ ინტერპრეტაციაზე ვფიქრობ ხოლმე… იდეები ხშირად მომდის ამ დროს თავში.. გიპყრობს და გიზიდავს მისი ფერების იდუმალება.
ეს არის ჩემი ორნამენტების საიდუმლო ხიბლი
ჩემს ნამუშევრებს წინასწარი მოსამზადებელი პროცესი ნამდვილად არ აქვს.
ესკიზებს საერთოდ არ ვიყენებ.
როდესაც ჩარჩოს ან მასალას შევარჩევ ხოლმე, შემდეგ ინსტიქტურად ვმოქმედებ და ფერებსაც და ორნამენტებსაც ექსპრონტად მუშაობის მომენტში ვახორციელებ ნამუშევრებში.
მყვას 2.7 თვის შვილი – დავითი და 1 წლის ანდრია, რომელებიც ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლებია (ისეთი მოუსვენრებია, რომ ყოველთვის საღებავებს და ნამუშევრებს ხელით ეხება) ოჯახში.
მას თუ მოსწონს ჩემი ნამშუვარი გამოხატავს ძალიან ამაღევლებლად.
მის გამო გადავწვიტე, რომ ჩემი საღებავები ყოფილიყო სუფთა ეკოლოგიურად,
ისედაც ძალიან დაბინძურებულია გარემო, ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ.
- ეს თქვენი ძირითადი სამუშაოა თუ სხვა რამითაც ხართ დაკავებული?
არ შემიძლია ვიარსებო ხელოვნების გარეშე.
ეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ნაწილია, რომელიც განტვირთვასაც და ემოციური გადმოფრქვევის საშუალებასაც მაძლევს.
ეს ხშირ შემთხვევაში სამყაროს სიყვარულის ჩემეული გარდაქმნილი ვერსია არის. ის თუ როგორ მრავაფეროვნად და პოზიტიურად წარმოაჩინო ყოველივე, თუნდაც შეუმჩნეველი დეტალი ღირსშესანიშავ ხელოვნების ობიექტად ან ნიმუშად.
- გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
სამომავლოდ ვგეგმავ სახელოსნოს გახსნას, სადაც შევძლებ გამოფენების მოწყობას და ამავდოულად – მოსწავლეების მიღებას, რადგან ჩემი საქმით დაინტერესებული პიროვნებების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.
..