„ფარფატელა“ — ხელნაკეთი ქორწილის აქსესუარების ბრენდი, სადაც ოცნებები ფრთებს ისხმას
– როგორ დაიწყო ყველაფერი?
„ფარფატელობა“ ჩემი ქორწილის დღეს დაიწყო.
საქორწილო სამზადისისას აღმოვაჩინე, რომ არ არსებობდა ადამიანი ან კომპანია, რომელსაც შეეძლო ჩემი წარმოდგენის რეალობად ქცევა. ამიტომ გადავწყვიტე, თავად შემექმნა ჩემი ოცნების ფატა.
შევიძინე საჭირო მასალები და დეიდას დახმარებით, ერთ ღამეში შევქმენი ფატა, რომლის სანაცვლოდ სხვაგან 2 თვიანი მოლოდინი და 1000 ლარი იყო საჭირო.
ნამუშევარმა დიდი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე, სხვებისთვისაც შემემსუბუქებინა თავიანთი ზღაპრული დღის სამზადისი. ასე იქცა ეს იდეა ჩემს მორიგ საქმიანობად.
– რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
„ფარფატელა“ მომხმარებლებს სრულ საორგანიზაციო მომსახურებას სთავაზობს — ვგეგმავ დღესასწაულის ყველა დეტალს, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ თითქოს უმნიშვნელო. სხვა მეწარმეებთან თანამშრომლობით ვქმნი საუკეთესო ალტერნატივებს კონკრეტული დამკვეთისთვის.
ვქმნი თავისსამკაულებს ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანებისთვის — გვირგვინებს, დიადემებსა და ფატებთან ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ სრულიად უნიკალურ აქსესუარებს, რომლებიც ექსკლუზიურად „ფარფატელასთან“ მოიპოვება.
სულ ახლახან „ფარფატელამ“ დაამატა დიზაინის მომსახურება — ვქმნით ორიგინალურ დეკორაციებს, რომლებიც სრულად მორგებულია თითოეული კლიენტის გემოვნებაზე.
გეგმაში არაერთი სიახლეა — სიურპრიზებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
– როგორ იძენთ ახალ მომხმარებლებს?
„ფარფატელა“ წარმოდგენილი იყო საქორწილო გამოფენაზე, სადაც სტუმრებმა ჩვენი ნამუშევრები დაათვალიერეს, გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და საჩუქრებიც მოიპოვეს.
მუდმივად ხელმისაწვდომი ვართ სოციალურ ქსელებში. მომხმარებლების უმრავლესობა მოგვმართავს Messenger-ის მეშვეობით, თუმცა ვმუშაობთ სხვა პლატფორმების ცნობადობის გაზრდაზეც.
– რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და რა უწყობს ხელს მის წარმატებას?
ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, „ფარფატელას“ მთავარი მამოძრავებელი ძალა ბედნიერი მომხმარებელია.
მიუხედავად ბიუჯეტის ზომისა, გულით ვემსახურებით თითოეულ წყვილს და მთელი ენერგიით ვამშვენებთ მათ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს.
„ფარფატელა“ არის ადგილი, სადაც ოცნებები ფრთებს იშენებს.