ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ბმულის შემოკლების ხელსაწყო (URL Shorteners) iurl.ge ის მაგალითზე.

1. შევამოკლოთ ჩვენი ბმულის სიგრძე

როგორც თავად სახელი ამბობს, ჩვენ ვამოკლებთ ჩვენი საიტის ბმულებს,

მაგალითად, ბმული :

https://mymovie.ge/205-dogma-qartulad-2020-tenet-qartulad-onlainshi-yureba.html

შევამოკლეთ ასე:

https://iurl.ge/tenet

რაც საკმაოდ მოსახერხებელია მაშინ, როცა ვწერთ facebook პოსტს და არ გვსურს ზედმეტად გადავტვირთოთ არასაჭირო ინფორმაციით.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სასურველი სიტყვა, როგორც მაგალითშია განხილული iurl.ge/სასურველი სიტყვა/, რომელიც ჩვენს შემთხვევაშია tenet და მივიღებთ iurl.ge/tenet

და მთავარი, ანალიტიკა, სადაც კარგად ჩანს თუ რომელი მოწყობილობებიდან რამდენი მომხამრებელი შემოვიდა, მათი ოპერაციული სისტემები, ქვეყნები

 

2. დათვლი კლიკების რაოდენობას

მაგალითად თუ იყენებ ერთზე მეტ პლატფორმას ან რეკლამას კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების გასაპიარებლად, ამ ხერხით შეგიძლია დათვალო თუ კონკრეტულად რამდენი მომხმარებელი შემოვიდა შენს საიტზე კონკრეტული პოსტიდან თუ რეკლამიდან.

3. მეტად სანდო ბმულები

ადმიანები უფრო მეტად ენდობიან მოკლე ბმულებს, ალბათ თქვენც გქონიათ მომენტი, როცა მიიღეთ ბმული და დაეჭვებულხართ მის „პატიოსნებაში“, რადგან „უსაშველოდ“ დიდი ზომის იყო.

4. მორგება სხვადასხვა მოწყობილობაზე

მართალია, დღესდღეობით, ყველა კომპანია ცდილობს საკუთარი საიტი იყოს მორგებული ყველა მოწყობილობაზე, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა გსურს ერთი და იგივე ბმული სხვადასხვანაირად გამოჩნდეს სხვადასხვა მოწყობილობაზე. URL Shortener პლატფორმები კი გაძლევთ საშუალებას, მაგალითად: iurl.ge/bmuli -ს თუ გავუწერთ კონფიგურაციას მაშინ, თუ დესკტოპ ვერსიით ან ლეპტოპით შემოდის მომხარებელი აჩვენებს ბმული1, თუ ტელეფონით ბმული2, თუ პლანშეტით ბმული3. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ ერთი url shorneter ბმულის გაწერა.

5. სხვადასხვა ქვეყნები

კონკრეტული url shorneter ის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა „კონტენტის“ ჩვენება მომხამრებელზე, რომელიც დამოკიდებულია მათ ადგილმდებარეობაზე, მაგალითად iurl.ge/bmuli -ს თუ გავუწერთ კონფიგურაციას მაშინ, თუ მომხამრებელი შემოდის რუსეთიდან გადაიყვანს ბმულ1-ზე, თუ საქართველოდან ბმულ2-ზე, თუ ამერიკიდან ბმულ3-ზე და ამით მარტივად მიიტანთ სასურველ „კონტენტს“ მომხამრებელზე კონკრეტული ენობრივი ბარიერის გარეშე.

6. დაპაროლება

ამ ხელსაწყოს დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული ბმული „დააპაროლოთ“ ანუ მომხამრებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს მის გახსნას თუ ეცოდინება პაროლი.

7. ლინკების დაჯგუფება

წარმოვიდგინოთ, რომ ვმუშაობთ ორი მიმართულებით და გვაქვს ორი სხვადასხვა პლატფორმა, მაგალითად ფილმების საიტი და სიახლეების საიტი, სადაც  აქტიურად ვიყენებთ ბმულის შემოკლების ხელსაწყოს, მათ განსაცალკევებლად შეგვიძლია შევქმანთ ჯგუფი1 სახელწოდებით ფილმები და ჯგუფი2 სახელწოდებით სიახლეები. შემდგომ ჩვენი ყველა შემოკლებული ბმულები ამ ჯგუფებში მოხვდება და განსაკუთრებით მარტივად იმართება.

8. ბიოლინკები

ამ ხელსაწყოს დახამრებით შესაძლებელია მომხამრებელს მივცეთ საშუალება თავად აირჩიოს სად სურს გადასვა. მაგალითად: ინსტაგრამის „ბიოში“, რომ ჩავწერთ ბმულს iurl.ge/bmuli, როცა მომხარებელი დააკლიკავს გაეხსენბა ფანჯარა, სადაც შეძლებთ მაგალითად წარმოდგენილია ჩვენი კომპანიის სხვადასხვა პლატფორმებზე გადასავლელი ბმულები.

დასკვა

Url Shorneter საკმაოდ კარგი ხელსაწყოა იმისთვის, რომ ჩვენი ბმული გამოჩნდეს უფრო სანდო, მარტივად ვმართოთ თუ კონკრეტულად რა „კონტენტს“ ნახავს მომხარებელი, დამოკიდებული იმაზე თუ საიდან შემოდის და რა მოწყობილობას იყენებს. აღნიშნული სტატია მხოლოდ ზოგადად მიმოიხილავს ბმულის შემოკლების ხელსაწყოს, კონკრეტულ გზამკვეველბის კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ

რამდენია შენი IQ?