– როგორ გაჩნდა საბავშვო სამაგიდო თამაშის იდეა?

მას შემდეგ, რაც მშობლები გავხდით, აქტიურად დავიწყეთ ფიქრი ბავშვის განვითარების ხელშეწყობაზე. უცნაურია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში,  კოვიდ19 პანდემიამ  შედარებით დადებითი როლი ითამაშა და მოგვცა შესაძლებლობა მეტი დრო გაგვეტარებინა შვილთან ერთად, რასაც მოყვა თანდათან  ბავშვის საჭიროებების „აღმოჩენები“  და დავიწყეთ ფიქრი ჩაკეტილ გარემოში რა შეგვეძლო შეგვექმნა/გაგვეკეთებინა ისეთი, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობდა ბავშვის განვითარებას და მეორეს მხრივ სახლში გამოკეტილებს საშუალებას მოგვცემდა დრო გაგვეტარებინა სასიამოვნოდ და სახალისოდ შვილთან ერთად, რაც მთავარია ეკრანის გარეშე! ასე დაიბადა იდეა

– რა გამოარჩევს ამ სამაგიდო თამაშს კონკურენტებისგან?

მაშინ როცა ჩვენს ირგვლივ კომპიუტერული ტექნიკის ბუმია, რასაც დაემატა ის ფაქტი რომ კოვიდ19 პანდემიის გამო ბავშვებს განათლების მიღებაც ეკრანებიდან უწევთ და კიდევ უფრო გაიზარდა მათი ეკრანი დამოკიდებულების შანსები და უფრო მკვეთრად დეფიციტური გახდა რეალური ურთიერთობები, ამ ყოველივეს ფონზე, ვფიქრობთ დადებითი მხარე, რომელიც „სხარტს“ გამოარჩევს არის ის. რომ სხარტის თამაშში თანაბარი ინტერესით ერთვება ყველა ასაკის ადამიანი; ბებია-ბაბუების, მშობლების და ბავშვების თაობა, რაც შესაბამისად ოჯახურ გარემოში დროის სასარგებლოდ გატარების წინაპირობას ქმნის, რა თქმა უნდა, იმ  სარგებელთან ერთად, რომელსაც ბავშვი იღებს სხარტის თამაშის დროს, როგორიცაა: დაკვირვების უნარის გამომუშავება; მხედველობითი მეხსიერების გავარჯიშება/გაუმჯობესება; ყურადღების უნარის განვითარება; სწრაფი რეაქციის გამომუშავება;

და რაც მთავარია, დამზადებულია საქართველოში.

– რა ცოდნა და გამოცდილება გქონდათ, სანამ გადაწყვეტდით თამაშის შექმნას?

როგორც თავში აღვნიშნე, მას შემდეგ, რაც მშობლები გავხდით და დავიწყეთ ფიქრი ბავშვის განვითარების ხელშეწყობაზე, შესაბამისად, დავიწყეთ მასალის მოძიება ბავშვის განვითარების ეტაპების და ხელშეწყობის მეთოდების შესახებ, სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ფსიქოლოგებისა და განვითარების სპეციალისტების მოსაზრებების/სწავლებების გაცნობა, რამაც შესაბამისად მოგვცა გარკვეულის საბაზისო ცოდნა ბავშვის საჭიროებების შესახებ.

– რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?

სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს. მაგალითად სხარტის შეძენა უკვე შესაძლებელია: vendoo; Extra.ge; elvis; onoff.ge –  ის გვერდებზე და რა თქმა უნდა, ჩვენს  ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე – „პატარა მოზროვნე“

– რამდენად წარმატებული გამოდგა თქვენი წამოწყება? ასევე, გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

იქედან გამომდინარე, რომ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი პირველი განმავითარებელი სამაგიდო თამაში „სხარტი“ გამოვიდა და ყოველდღიურად ვიღებთ ძალიან ბევრ შეტყობინებას კმაყოფილი მომხმარებლებისაგან ვფიქრობთ ჩვენმა წამოწყებამ გაამართლა და ძალიან სასარგებლო და წარმატებული გამოდგა ჩვენი „სხარტი“ ,შესაბამისად სამომავლოდ ვფიქრობთ ამ ხაზის განვითარებას და განმავითარებელი თამაშების დამატებას.