მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე

ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ვინაიდან საბოლოოდ სხვა პროფესია ავირჩიე, მაინც გადავწყვიტე უარი არ მეთქვა ბავშვობის ოცნებაზე და ხანგრძლივი პაუზის მერე ისევ გავბედე და დავიწყე ხატვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შემექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებდა, ამიტომ პირველი რაც საზოგადოებას შევთავაზე იყო მოხატული კედები. კედებზე დავიტანე ყველასათვის საყვარელი მხატვრების ცნობილი ნამუშევრები, როგორებიცაა: კლიმტის კოცნა, ვან გოგის ნუშის ყვავილობა, ვარსკვლავებიანი ღამე და ა.შ.

რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც უკვე არსებული, მოხატული პროდუქცია, მაგ: მოხატული კედები, ნახატები, უკულელეები და გიტარები, ასევე შეუძლია თავისი საყვარელი ნივთი მოგვიტანოს, რომელსაც შემდგომში მოვხატავთ მისთვის სასურველი ნახატით.

რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მოხატულის შექმნა და ამით ჩემი ბავშვობის ოცნების განხორციელება, რაც არც თუ ისე მარტივი იყო – ფაქტიურად შევიცვალე პროფესია, სამსახური და შესაბამისად, ცხოვრების წესიც. თუმცა ეს საქმე მანიჭებს სიამოვნებას და მაძლევს ძალას გადავლახო დაბრკოლებები.
რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა რეკლამა და კმაყოფილი მომხმარებელი, მისი გამოხმაურება, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პროდუქტი, რომელსაც მე მომხმარებელს ვაწვდი იყოს მის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული. ასევე მინდა აღვნიშნო მედიის როლი, რომელიც ძალიან დადებითად აისახება ცნობადობის ამაღლებაზე.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

ძალიან ბევრ ლამაზ და კარგ სიახლეს ვგეგმავ მომხმარებლებისთვის. ასევე მსურს უფრო მრავალფეროვანი გავხადო პროდუქცია და მომსახურება, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებ.

გამოგვიწერეთ facebook-ზე