უნიკალური სასაჩუქრე ხელნაკეთი ნივთები
![](http://pitagora.ge/wp-content/uploads/2024/04/unikaluri-xelnaketi-nivtebi.webp)
– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ?
ყოველთვის მიყვარდა ყველაფერი განსხვავებული,ამიტომ ვქმნი იმას რაც სხვას არ აქვს
– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ
პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადავდგი 2021წლის დეკემბერში. ყველაფერი დაიწყო საახალწლო სამზადისით
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
მომხმარებელი მიკავშირდება ფეისბუკ გვერდის საშუალებით. ყველაფერს იძენენ ფოტოებზე დაყრდნობით და ჯერ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა
– რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლებამდე მისასვლელად?
მომხმარებლის მოსაზიდად ვიყენენ ტიკ ტოკს,ფეისბუკ რეკლამას და ასევე ხელნაკეთი ნივთების ჯგუფებს
– ყველაზე დიდი იმედგაცრუება
შემოქმედებითი იმედგაცრუება არ მქონია ,პირიქით სულ კმაყოფილი ვარ მცირედითაც. ცხოვრებისეული ბევრია და არ ჩამოვთვლი
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე