გამარჯობა, 5 წელია ვცხოვრობ ოჯახით საფრანგეთში, მყავს მეუღლე და 2 შვილი, ძალიან მიყვარს ხელსაქმე, 3 წლის წინ პოლიმერულ თიხაზე დავიწყე მუშაობა ვარ თვითნასწავლი და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე, ძირითად მიკვეთავენ ქართველი ემიგრანტები ფრანგი ექიმებისათვის, ფრანგები კი ჩემს ნამუშევრებს უნიკალურს უწოდებენ, ვამზადებ როგორც ფინჯნებს ასევე ბრელოკებს, თმისსამაგრებს , ბროშებს და მაცივრის საკიდებს მაგნიტით, ვცდილობ ისეთი ნამუშევრები შევქმნა რომელიც ემიგრანტებს თავის მონატრებულ ქვეყანას გაახენებს, სამომავლოდ ვაპირებ კედლის დეკორაციებიც დავამატო, მონაწილეობას ვიღებ გამოფენა გაყიდვაშიც.