ნათია ლელაშვილი გვიყვება თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა დაემზადებინა შენობების მაკეტი და თუ როგორ მისი ეს ჰობი მის საქმიანობად.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

მოგესალმებით, ვარ ნათია ლელაშვილი 32 წლის. როდესაც პანდემიამ მოიცვა მთელი მსოფლიო, უმუშევრად დარჩენილმა, შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება, რომელიც ფეისბუქ გვერდის საშუალებით გავაცანი საზოგადოებას.

საქმე რომელსაც ორი წელია ვემსახურები, ვანვითარებ და მრავალფეროვან ნამუშევრებს ვთავაზობ მომხმარებლებს. ნამდვილად დიდი აღმოჩენაა ჩემთვის ეს საქმე -გზა საახალწლო სახლებიდან, სასურველი შენობის მაკეტებამდე, ვთვლი რომ დიდი მიღწევაა 2 წლიანი თავდაუზოგავი შრომისა თვითნასწავლი ადამიანისთვის.

 

– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?

ძალიან შრომატევადია მუშაობის პროცესი, რადგან ყველა დეტალი ხელით მზადდება და მომხმარებლის ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე Natia”s Golden Hands•ნათიას ოქროს ხელები. შეკვეთებისმიღება გვერდზე შემოსული შეტყობინებით და ასევე ტელ: 555112122 არის შესაძლებელი. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე. ახლახან დავასრულე მუშაობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მაკეტზე. რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

– როგორია სამომავლო გეგმები?

ეს საქმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამომავლოდ განვირთარებას ვგეგმავ და ასევე გამოფენის მოწყობა მინდა, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოსჩემი ნამუშევრების ახლოდან გაცნობა