გაქვთ თუ არ თქვენი პროფესიული გვერდი Linkedin-ში?  წაიკითხეთ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული რეპუტაცია ბიზნეს სოციალურ ქსელში.

Linkedin მისი თანადამფუძნებლის – Reid Hoffman-ის საცხოვრებელ სახლში 2002 წელს დაქოქეს. საიტი ოფიციალურად 2003 წლის 5 მაისს გაეშვა და ოპერირების პირველი თვის თავზე უკვე 4500-მდე წევრს აერთიანებდა. 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სისტემაში Fortune 500 კომპანიების ყველა აღმასრულებელი იყო. კომპანიაში ამ დროისათვის 1,515 ადამიანი იყო დასაქმებული. 2011 წლის 4 აგვისტოსთვის სისტემაში 200-ზე მეტი ქვეყნის 120 მილიონზე მეტი პროფესიონალი იყო გაერთიანებული და ახლად გაწერიანებულთა რაოდენობა წამში 2-ზე მეტია.

1. დაიწყეთ იმით, რომ გააკეთეთ პროფილი
თქვენი Linkedin პროფილი თქვენი ონლაინ ღია ბიზნეს ბარათია და ახალი პარტნიორებისა და კონტაქტების გენერირებისათვის იგი სწორად უნდა გამოიყენოთ. იმისათვის რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეთ საჭიროა საქმიანი ფოტო და თქვენი მოკლე პროფესიული ბიო [წარდგენა]. გარდა ამისა პროფილი ინტერნეტში მოძებნადია, რასაც სხვა დამატებითი ღირებულება აქვს. პროფილში პრაქტიკულად ყვლაფრის ჩასმა შეიძლება რასაც მოისურვებთ, მათ შორის განათლების, გამოცდილების, სამუშოაო ადგილების, უნარების/ცოდნის და ა.შ. თავისუფალად შეიძლება .pdf -ში თქვენი რეზიუმე ”გაიტანოთ” და გასაგზავნადაც გამოიყენოთ. რა თქმა უნდა აუცილებელია პროფილის პერიოდული განახლება თქვენს საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების პარალელურად.

2. გააკეთეთ თქვენი კომპანიის გვერდი
Linkedin-ში, ისევე როგორც ფეისბუქში შეგიძლიათ თქვენი კომპანიის გვერდის გაკეთება. ეს არის გზა გააკეთოთ წარდგენა მიზნობრივ აუდიტორიასთან. შეგიძლიათ თქვენი მდებარეობის, ისევე როგორც თქვენი ბლოგის არხის დამატებაც. ამ ”ინსტრუმენტით” სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ბიზნეს/პროფესიული აუდიტორია თქვენი მიზნობრივი სეგმენტია.

3. გააფართოვეთ ქსელი
ნელ-ნელა დაიმატეთ თქვენი კონტაქტები, დაიმატეთ მათი კონტაქტებიც და ა.შ. შემოიტანე საკუთარი კონტაქტების ელექტრონული მისამართები საკუთარი ელექტრონული საფოსტო ყუთიდან. გარდა იმისა, რომ ეს საუკეთესო გზაა კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს დაგეხმარება თქვენი დამეგობრების რეკომენდაცია თვენი მეგობრების პროფილების მნახველებთნ გამოჩნდეს, რაც კიდევ ზრდის თქვენი ”გამოჩენის” შანსს. გარდა ამისა თქვენს კონტაქტებთან თქვენი განახლებებიც გამოჩნდება.

4. მოიპოვეთ რეკომენდაციები
ეცადე რეკომენდაციების მოპოვება საქმიანი პარტნიორებისაგან. რეკომენდაციები ის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომლებიც ყველაზე მეტს ამბობენ თქვენს შესახებ. კმაყოფილი კლიენტებისაგან რეკომენდაციები გაგიფართოვებთ კლიენტურის წრეს და კიდევ უფრო აამაღლებენ თქვენი პროფილის ”ღირებულებას”.

5. გაერთიანდით ჯგუფებში
ადვილია საკუთარი ინტერესების შესაბამისი ჯგუფების მოძებნა და მათში გაწევრიანება. ეს კიდევ უფრო გაგივითარებთ კავშირებს.

6. გამოიყენეთ რეკრუტინგის ინსტრუმენტები
ადვილად შეგიძლიათ ვაკანსიების გამოცხადება და სისტემაში განთავსება. განსაკუთრებით სასარგებლოა თუ მნიშვნელოვან პოზიციაზე ეძებთ ადამიანს. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში აქტიურად გამოყენებადი ფუნქციაა, მაგრამ ხშირად მინახავს როგორც ქართული კომპანიების ვაკანსიები, ასევე რეკრუტინგ სააგენტოების ”მოძრაობები”.

7. LinkedIn Mobile
რა თქმა უნდა LinkedIn-ით მობილური მოწყობილობებითანაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მობილობა დღეს მნიშვნელოვანია.

თუ თქვენთვის ფუნქციათა ეს სტანდარტული ჩამონათვალი საკმარისი არ არის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ premium ანგარიშის აღება და ფასიანი სერვისებით სარგებლობა.

 

უძილობა გაწუხებს? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას