პუფები თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის
გაგვაცანით საკუთარი თავი
გამარჯობა! ჩვენ ვართ “სპილო” – ხელნაკეთი პუფების მწარმოებელი კომპანია. ვამზადებთ როგორც საბავშვო, ასევე სტანდარტული დიზაინის პუფებს. თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებელის ცხოვრება უფრო მეტად გავალამაზოთ.
– ერთი რამ, რასაც შეცვლიდით განვლივ გზაზე
დროს უკან ვერ დაატრიალებ. შესაბამისად, წარსულსაც ვერ შეცვლი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შეძლო განვლილი მოვლენების გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენთაგანი ხომ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე სწავლობს. ამიტომაც, შესაძლოა უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი გუნდი იმ შეცდომების მადლიერია, რაც თავის დროზე დაუშვა, რაღაც არასწორად გააკეთა და ამით არნახული გამოცდილება დააგროვა. სწორედ ეს გამოცდილება გვეხმარება ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილების დონის ამაღლებაში.
– განათლება გქონიათ ამ საქმეში? სად შეისწავლეთ საქმიანობა?
იდეა პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა – როცა მივხვდით, რომ ცხოვრების ჩვეული რითმი თავდაყირა დადგა. თავდაპირველად ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ უამრავი კომპანიაა, რომელიც პუფებს ამზადებს. ერთი კანონზომიერება შევნიშნეთ: ბაზარზე წარმოდგენილი იყო დაბალი და მაღალი ხარისხის პუფები, შესაბამისად – დაბალი და მაღალი ფასებით. არავინ აწარმოებდა ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნებოდა მაღალი ხარისხის და ყველასთივს ხელმისაწვდომი საფასე კატეგორიის. ასევე, არ იწარმოებოდა საბავშვო პუფი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი პირველი ქმნილება გახდა. გაგვიჩნდა მიზანი შეგვექმნა მაღალი ხარისხის გამორჩეული დიზაინის მქონე პუფი, რომელიც ფართო მასებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. დასაწყისისთვის საბავშვო ხაზის შექმნა გადავწყვიტეთ და ეტაპობრივად სტანდარტული ხაზის მიმართულებაც დავამატეთ.
– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
დასაწყისში ყველა მიმართულებით სირთულეებს ვაწყდებოდით. მაგალთად, აღმოჩნდა, რომ ცხოველის ფორმის პუფის შეკერვა არც ისე მარტივი საქმე ყოფილა. არაერთი მკერავი უარით გვისტუმრებდა სხვადასხვა მიზეზების გამო. საბოლოო ჯამში, თავად მოგვიწია თითოეული მოდელისთვის შაბლონის შექმნა. რთული იყო სტაბილური მომწოდებლების მოძიებაც. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს შოურუმი და ჩვენი პროდუქტის ერთაერთ სარეალიზაციო არხს სოციალური ქსელი წარმოადგენდა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ნაწარმის მთელი სილამაზის გამოხატვა ფოტოებში – ჩვენი მომხმარებელი სურათით იქმნის შთაბეჭდილებას ჩვენს პროდუქციაზე. შესაბამისად, საკმაოდ რთული გამოდგა მომხმარებლამდე ისეთ დეტალების მიტანა, როგორიცაა ნაჭრის ბზინვარება, როგორია ხელით შეხებისას, ფერთა გამა და ა.შ..
– როგორია თქვენი 5 წლიანი გეგმა?
უახლოესი წლის გეგმას გეტყვით: გვსურს ასორტიმენტი გავზარდოთ ისე, რომ მომხმარებელთა უფრო მეტი კატეგორია მოვიცვათ.
– რამდენ დროს უთმობთ თქვენს საქმეს?
ჩვენს საქმეში მთელ ჩვენს ენერგიას და დროს ვდებთ – უამრავი ნიუანსი და დეტალია, რომელიც ყოველწამიერად საჭიროებს ყურადღებას ყურადღებას.