შესავალი

ნინო ხალიბაურმა და მისმა მეუღლემ 8 წლის წინ გადაწყვიტეს, რადიკალურად შეეცვალათ ცხოვრება, დაეტოვებინათ რუტინული სამსახურები და შეექმნათ რაღაც სრულიად ახალი. ასე გაჩნდა „პუფების გალერეა“ – ბრენდი, რომელიც დღეს საქართველოში პრემიუმ ხარისხის პუფების ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნულიდან და ყოველგვარი გამოცდილების გარეშე დაიწყეს, მათ შეძლეს შეექმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელმა პირველივე ნახვით შეიყვარა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნინო, როგორ გაჩნდა „პუფების გალერეის“ შექმნის იდეა და რამ გადაგაწყვეტინათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა? – 8 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ზედმეტად დავიღალეთ იმ სამსახურების ერთფეროვნებითა და რუტინით, სადაც ვიყავით. გვინდოდა რაღაც განსხვავებულის შექმნა. გადავწყვიტეთ, გამოვსულიყავით კომფორტის ზონიდან და დაგვეწყო საქმე, რომელიც ჩვენი იქნებოდა. მაშინ არც გამოცდილება გვქონდა და არც მზა რეცეპტი – მხოლოდ სურვილი და ონლაინ მაღაზია, რომელიც ჩვენით ავაწყეთ და გავმართეთ.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები სფეროში, სადაც მანამდე გამოცდილება არ გქონდათ? – სიმართლე გითხრათ, ყველაფერი 0-დან ვისწავლეთ. თავიდან მკერავიც კი არ გვყავდა, თარგებსაც ჩვენით ვაკეთებდით. ნელ-ნელა ავუღეთ ალღო ამ საქმეს, გზადაგზა გავიზარდეთ და რაც მთავარია, მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა. დღეს ჩვენს საქმიანობას 24/7-ზე ვუთმობთ, რადგან ეს მხოლოდ სამსახური აღარ არის – ეს ჩვენი ცხოვრებაა.

– რით გამოირჩევა თქვენი პუფები ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებებისგან? – ჩვენ პირველები ვართ ბაზარზე, ვინც ამ მასშტაბით დაიწყო პრემიუმ ხარისხის პუფების წარმოება. ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო შიგთავსსა და ქსოვილებს. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური დიზაინები, რომლებიც სხვაგან ფიზიკურად არ გვხვდება. წარმოება მთლიანად საქართველოში ხდება, რაც ჩვენთვის საამაყოა.

– როგორ ახერხებთ მოტივაციის შენარჩუნებას 8 წლის შემდეგაც? – მუდმივად სიახლეებზე ვფიქრობთ. ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაცია მომხმარებელია. ის ნდობა და სიყვარული, რასაც მათგან ვგრძნობთ, გვაძლევს ძალას, რომ არასდროს გავჩერდეთ. ყოველთვის მადლიერები ვართ იმის გამო, რომ მომხმარებელმა გვენდო და შეგვიყვარა.

– რას ურჩევდით მათ, ვისაც ეშინია რუტინული სამსახურიდან წამოსვლისა და საკუთარი საქმის დაწყების? – მთავარია, არასდროს დანებდეთ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი. თუ რაღაც გულით გინდა და ეს საქმე გიყვარს, ის აუცილებლად გამოვა. რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით