ნინი გამტკიცულაშვილი, 36 წლის. განთლებით ექიმი, ჯანდაცვის მაგისტრი ხარისხი მოვიპოვე ჯერ Queen Mary University of London, შემდეგ University of Essex-ში. ამჟამად ლექციებს ვკითხულობ „ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში“. მყავს, მეუღლე და 2 გოგონა.

 

„ბროშეული“ 3 წლის წინ შეიქმნა, კოვიდ-პანდემიის დროს, როდესაც სამსახურში ონლაინ მუშაობაზე გადავედით და მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. ხატვა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ საკმარისი დრო არასდროს მქონდა.

– როგორ რჩებით მოტივირებული და შთაგონებული თქვენი ბიზნესის განვითარების გასაგრძელებლად?

ჩემი მოტივაცია არის პოზიტივი, რაც ხალხისგან მოდის, ასევე „ბროშეულის“ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ხშირად მიკვეთავენ ბროშებს. ამის გარდა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ჩემთვის არტ-თერაპიაა და მჭირდება განსატვირთათ და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად,

– როგორ ინარჩუნებთ ჯანსაღ ბალანსს სამუშაოსა და ცხოვრებას მცირე ბიზნესის მართვისას?

ჩემი მთავარი გამოწვევა ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაა ჩემს ძირიტად პროფესიას, ოჯახსა და ჩემს მცირე ბიზნესს შორის. ზოგჯერ ძალიან რთულია დროის გადანაწილება, ამიტომ ყოფილა შემთხვევები, რომ უარი მითქვამს შეკვეთაზე. – რას ფიქრობდნენ თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები, როცა გააცანით თქვენი იდეა ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ისინი პირველები ნახულობენ ჩემს ნამუშევრებს, რჩევებს ჩემი 7 წლის გოგონასგანაც კი ვიღებ. ასევე ჩემი ახლო მეგობრებიც, რომლებიც ბევრჯერ დამხმარებიან ლოჯისტიკურ საკითხებში. ზოგადად, შენთვის ძვირფასი ადამიანის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

– როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლებისგან?

ძალიან პოზიტიური, ჩემს ყველა ნამუშევარს დადებითი შეფასებები მოყვება როგორც დამკვეთისგან როდესაც რეალურ ნამუშევარს ნახავენ, ასევე ფოტოებით და ვიდეოებით. ყველა მათ შეფასებას ვაგროვებ დაა ვინახავ სქრინშოთებად.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და ხელს უწყობს მის წარმატებას?

ბევრი ქმნის ჩემს მსგავს პროდუქტს და უმეტესობას ლამაზი ნამუშვერები აქვს. ალბათ უფრო ინდივიდუალური სტილი, მაგალითად ფირუზისფრთიანი და სადაფისრიანი ნემსიყლაპიები, მარჯანის და მარგალიტის ბროწეული, რაც ძალიან მოსწონთ და უფრო მეტი ცნობადობა მომიტანა და პირდაპირ აისახა შეკვეთების რაოდენობაზე.