გახლავართ თეა ახვლედიანი პროფესიით მუსიკოსი – პიანისტი. ჩემი ცხოვრება პატარაობიდანვე ხელოვნებას უკავშირდებოდა, რამაც ჩემს ესთეტიურ ხედვაზე დიდი ზეგავლენა იქონია. გარკვეულ ეტაპზე, როცა საყვარელი პროფესიისა და ცხოვრების გზები გაიყო, სამკაულებისა და აქსესუარების წარმოება საუკეთესო განტვირთვის საშუალებად და ამ ეტპაზე ერთ-ერთი შემოსავლის წყაროც გახდა.

 

ხელნაკეთი-აქსესუარები-8 ხელნაკეთი-აქსესუარები-6
ვმუშაობ ნატურალურ ქვებთან და მაღალხარისხიან მეტალთან. გარდა სამკაულებისა და აქსესუარებისა, ასევე მაქვს ნაქსოვი, ნაქარგი და შეკერილი აქსესუარები და ტანისამოსი, საახალწლო სათამაშოები და სასაჩუქრე დეკორაციები. მუშობისას ვიყენებ მრავალფეროვან ტექნიკას – შიბორის ლენტის გამოყენება, თექა, Wire Wrap (ე.წ. მავთულით დაწნა), პოლიმერული თიხა, სუტაჟური ტექნიკა , ცივი მინანქარი და მრავალი სხვა. თითოეული ნამუშევარი უნიკალური და ექსკლუზიურია.

ჩემი ბრენდი არაერთ პრესტიჟულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთში, სადაც დიდი მოწონება დაიმსაუხრა.

– ერთი რამ, რასაც შეცვლიდით განვლივ გზაზე
ადრინდელ ასაკში მომეცა ის გამოცდილება, რაც მაქვს ამ ეტაპზე;

ხელნაკეთი-აქსესუარები-5 ხელნაკეთი-აქსესუარები-4

– განათლება გქონდათ ამ სფეროში, სად შეისწავლეთ საქმიანობა?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხელოვნებასთან ბმა პატარაობიდან მქონდა. ეტყობა ეს გახდა ერთ-ერთი მამოძრავებელი და სტიმულის მომცემი. ყველაფერი თავად მოდის არავის არ უსწავლია.

ხელნაკეთი-აქსესუარები-3 ხელნაკეთი-აქსესუარები-2 ხელნაკეთი-აქსესუარები-1

– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?

სირთულეებს ჩემდა საბედნიეროდ არ შევჯახებულვარ. ის საქმე, რასაც ვაკეთებ უზომოდ მიყვარს, მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. ეტყობა ეს არის მიზეზი, რატომაც სირთულეების დაძლევის ეტაპის გავლაც არ მომიწია… შეიძლება ისიც იყოს მიზეზი, რომ იმას რასაც ვაკეთებ პირველ რიგში ვუყურებ როგორც ხელოვნების ნიმუშს და არა როგორც კომერციული მიზნებისთვის დამზადებულ ნივთს….. ხოლო სულ ბოლო მომენტში უკვე ვფრიქობ მისგან ფინანსური სარგებელის მოპოვებაზე.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები

გეგმები ამბიციური, მაგრამ რეალური. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავხსნა სტუდიო-სახელოსნო, სადაც იქნება წარმოდგენლი როგორც ჩემს მიერ შექმნილი ნამუშევრები, ასევე ჩავატარებ მასტერკლასებს. ასევ ამ ახლო მომავალში დაგეგმილი მაქვს ახალი კოლექციის შექმნა უნიკალური და ძალიან რთული ტექნიკის გამოყენებით.

– რამდენ დროს უთმობთ თქვენს საქმიანობას?
როგორც კი მაქვს თავისუფალი დრო, მას ვუთმობ ჩემს საყვარელ საქმეს. ჩემი მიდგომა იმასთან რასაც ვაკეთებ არის დამოკიდებული განწყობაზე, ვინაიდან თითო ნივთი არის განუმეორებელი და განსხვავებული ერთმანეთისაგან, რის შექმნაში ჩემთვის გარკვეული სულიერი განწყობა არის საჭიროება.