მე ვარ თამარ  ნინუა-ცირიკიძე, თვითნასწავლი ხელოვანი . პროფესიით   მართვის ავტომატიზირებული სისტემების ინჟინერი.პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა. პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე ჩემით..ვისწავლე ქსოვა, 3 სახეობის ქარგვა ,პოლიმერულ თიხაზე მუშაობა.პირველი ნაბიჯები რთული იყო.მაგრამ როცა დავინახე, როგორ მოწონდათ  ჩემი ნივთები,უფრო თამამი გავხდი,  დიდი სტიმული გამიჩნდა.. 12 წლის უკან  შევქმენი ფბ გვერდი, სადაც განვათავსე ჩემი ნამუშევრები.ნელ- ნელა გამიჩნდა  შეკვეთები და მყავდა  მუდმივი კლიენტებიც.მაგრამ არაჯანსაღი კონკურენციის გამო(ჩემი გვერდის სახელით ატყუებდნენ მომხმარებლებს) იძულებული გავხდი გამეუქმებინა მრავალათასიანი  გვერდი.ეს დიდი იმედგაცრუება იყო. 4 წლის უკან გავაკეთე მეორე ფბ გვერდი.ეს  დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.ყველაფერი თავიდან დავიწყე….

ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. მაქვს  შექმნილი ფაიფურის ჩემი  რეცეპტი.ვამზადებდი მისგან აქსესუარებს,სამკაულებს.ვცდილობ შევქმნა სასურველი შემადგენლობის საღებავები, მაქვს ჩემი ნიუ  ტექნიკებიც. მიყვარს ვიტრაჟზე მუშაობა,პარალელურად ვხატავ ჭურჭელს..ბევრი წყვილისთვის მომიხატავს, თან მათ სასიყვარულო რომანტიულ ისტორიებსაც  ვისმენ.ვძერწავდი პოლიმერული თიხის ნაკეთობებს.დავინტერესდი სკულპტურული ფერწერით და რამდენიმე ნამუშევარიც შევქმენი .

სულ ძიებაში ვარ და იდეის მოსვლისთანავე  ვიწყებ  რეალიზებას. წიგნაკი და კალამი   ყოველთვის ახლოს მაქვს,რომ უცებ მონახაზი  გავაკეტო .ვღებულობ ინდივიდუალურ  შეკვეთებს მომხარებლის დიზაინის და სურვილის გათვალისწინებით,თუმცა ძალიან მიხარია ,როცა არ მზღუდავენ და მენდობიან.ყველა ხელოვან ადამიანს მოწონს თავისულების შეგრძნება მუშაობის დროს. მე თვითონ ვაწოდებ შეკვეთას და ლამაზადაც ვფუთავ.

ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობ ეპოქსიდის მასალაზე,რომელიც 5 წლის უკან ჩემით შევისწავლე.შეყვარებული ვარ ამ მასალაზე.ვერ ამოვწურე მისი შესაძლებლობები .მომწონს მისგან  კრეატიული და განსხვავებული ნივთების   შექმნა.რამდენიმე ტექნიკის ცოდნა ხელს მიწყობს ამ სურვილის   განხორციელებაში.მისგან ვამზადებ ინტერიერისთვის  დეკორის  ნივთებს ,სხვა  უამრავ სჭირო  წვრილმანებს,სამკაულებს. ნამუშევრებიდან  ჩემთვის   შერეული ტექნიკით შექმნილი ნივთებია  გამორჩეული,განსაკუთრებით საათები და პანოები.

ჩემს საქმიანობაში გამოწვევებიც ბევრია.კონკურენცია ჯანსაღი მისაღებია,მაგრამ ქართულ ბაზარზე უფრო არაჯანსაღი ფორმა  აქვს ,რაც გულსატკენია.თუ  ნამუშევრებს გადახედავთ, მაქსიმალურად ვცდილობ განსხავებული,კრეატიული  ნივთები  შევქმნა.მთელი დღე პოზიტიურ განწყობაზე ვარ, როცა ვღებულობ მოწონებას და აღტაცებას  კმაყოფილი მომხმარებლისგან.მთავარი და პირველ ადგილზე  ჩემთვის ეგ არის,თანხა მეორეხარისხოვანია.

მალე  ვაპირებ ონლაინ გაკვეთილების ჩაწერას კითხვა- პასუხის რეჟიმში უფასოდ.რაც სიახლე იქნება ამ მასალით დაინტერესებული  ადამიანებისთვის.უამრავი იდეები მაქვს განსახორციელებელი.ასე მგონია დრო არ მეყოფა ამისთვის.სულ მოძრაობაში და ძიებაში ვარ.ამიტომ ოჯახის წევრები,ახლო მეგობრები გაკვირვებული მეკითხებიან, როდის ვასწრებ ყველაფერს,საიდან მაქვს ამდენი ენერგია.მე კიდევ მეღიმება,რადგან როცა ჩემს სახელოსნოში შევდივარ, ასე მგონია სხვა განზომილებაში გადავდივარ და დროის აღქმა მეკარგება.ზალიან მიყვარს ჩემი საქმე და მთელს ჩემს  გულს,მონდომებას და შრომას  ვდებ.

სურვილი მაქვს სხვა კომპანიებთან  თანამშრომლობის,თუ მათაც იგივე ენდომებათ  .განსაკუთრებით ვინც ხის  მასალაზე მუშაობს.ოცნებად მაქვს მქონდეს მაღაზია-კაფე, სადაც მსურველებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ და შეიძინონ ჩემი ნამუშევრები ,დალიონ ყავა ან ჩაი და სურვილის შემთხვევაში, სასწავლო ზონაში პრაქტიკულად გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება . J