რაც შეეხება ჩემს ბექგრაუნდს პატარაობიდანვე მეხერხებოდა და მიზიდავდა ხეზე მუშაობას ყოველთვის ვცდილობდი რაგაც ერთი შეხედვით არაფრისმომცველი საგნებითან რაიმე ღირებული და გამოსაყენებელი შემექმა ამას კი ძირითადად ხისგან ვაკეთებდი
ჩვენ საქმიანობას რაც შეეხება საკმაოდ რთულია მოვძებნოთ ჩვენი შეთავაზებების მსგავსი პროდუქცია რომელიც არის პირველ რიგში განსხვავებული და ორიგინალური და რაც მთავარია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. იდეა იყო ისიც რომ ვნახულობთ ბევრ სურათებს სოციალურ ქსელებში და რეალურად არ მიგვიწვდება რომ გვქონდეს ესათუ ის ნივთი კონკრეტულად ხის ნაკეთობა
მაგალითად არის ერთ ერთი საიტი პინტერესი რომელიც გეცოდინებათ, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი სურათია არის ჩვენ ის გადმოგვაქვს იდეის სახით და ვაძლევთ რეალურ სახეს ვამზადებთ იდენტურს

ჩემი “ ბიზნესი” ახლა არის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე სადაც რეალურად ვაკვირდები ბაზარს და დარგს . ამ ყოველივემ მეტად გამათვითცნობიერა რომ არის ძალიან დიდი კონკურენცია და რეალურად ჩემი სქქმიანობის 7 თვეს მივხვდი რომ იმ მინიმალისტური იარაღებით მე კონკურენციას ვეგარ ვუწევ ბაზარს ჩემი მოთხოვნა საკმაოდ დიდი ხის ნაკეთობებზე და ფაქტიურად ჩვენ საწყისი დონის ხეზე სამუშაო იარაღებით ვცდილობთ თავი გავართვათ ყველა შეკვეთას და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნილებები ნაგრამ ეს საკმარისი არ არის. ახლა ვფიქრობ მეტი ინვესტიციაა საჭირო რომ ჩემი საქმიანობის მასშტაბები გაიზარდოს ასევე ინვესტიცია არა მარტო სამეწარმეო პროცესში არამედ მარკეტინგში რომელსაც ჩემი საქმიანობის უდიდესი წვლილი უჭირავს

 

სამუშაო პროცესი ძირითადად ნაწილდება ჩემს დასვენების დღეებზე პარასკევი შაბათი კვირა რაც კიდევ დიდი პრობლემაა დროის ასპექტში. კვირის განმავლობაში სოციალური ქსელიდან მიღებულ შეკვეთებს ვამუშავებ და შემდგომ ვყიდულობ მასალას ადგილობრივ ბაზარზე. შემდგომ ჩემს სახლში ერთ პატარა მოწყობილ ოთახში ცეხში” ვიწყებ შეკვეთის დამზადებას. შეკვეთის ასორტიმენტია განსხვავებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებული ვარიანტების გარდა ვამზადებ სხვადასხვა მაათთვის სასურველ ხის ნაკეთობებს რაც შესაბამისად სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვა დროის მონაკვეთს მოითხოვს. ასორტიმენტი შესაბამისად მრავალფეროვანია დაწყებული ხის პატარა თაროებით და ჩიტის ბუდეებით დამთავრებული დიდი “კარადებით” ( არვიცი ზუსტად რაქვია 😁) ასევე შეთავაზება მქონდა ბაიკერებისთვის ჩაფხუტის საკიდებზე ძაან ორიგინალურია და არც შემხვედრია სხვა საქართველოში მოკლედ ყველაფერს ვედები მთავარია მომხმარებელს რასურს და მე რაშემიძლია ამეტაპზე. ხო პატარა სლოგანიც შევითავსეთ “ თქვენ ირჩევთ ჩვენ გიმზადებთ”

 

რეალიზება ძირითადად ფეისბუკ ფეიჯიდან ხდება საიდანაც ვიღებ შეკვეთებს და ვამზადებ ახლა ვცდილობ გამაზადებული პროდუქციაც შევთავაზო მომხმარებელს ჩემი სასურველი ვარიანტები და ვფიქრობ მოწონებადი. გრანტი სამწუხაროდ არმაქვს არც მიმიღია მონაწილეობა ეს დროის სიმცირიდან გამომფინარე. მთლიან ჩემს დროს ამ საქმაინობას ვუთმობდე აუცილებლად მოვიპოვებდი ვფიქრობ ☺️ ჯერ არ მიმიღია ასევე გამოფენებზე მონაწილეობა მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ამას კიდევ ისევ და ისევ ინვესტირება ჭირდება

 

ჩემი ბიზნესის მომავალს თუ ამ საქმაინობას მთლიანად მოვკიდებ ხელს ვხედავ როგორც წარმატებულ ბიზნესს ერთი პატარა ოთახიდან დაწყებულს მინიმუმ დიდ ყველა საჭირო ინვენტარით მოწყობილ ცეხად რომელიც მომხმარებელს უკმაყოფილოს არდატოვებს. რაშიც ჩემი არჩეული პროფესია დიდად დამეხმარება და ის საქმე რაც გამომფის იდეალური შერწყმა იქნება

 

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე