–          როგორ გაჩნდა იდეა?
 იდეა გაჩნდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სეირნობის დროს. ვიფიქრე თუ რატომ არ შეიძლება იქ წარმოდგენილი ექსპონანტების მინიატურული ვერსიები დამზადებულიყო ხისაგან. გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა დეკორატიული სახლები, როგორც ქართული არქიტექტურის ასევე არაქართული.
–          მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
იმისათვის რომ ჩემი იდეა რეალობაშ განხორციელებულიყო საჭირო იყო დანადგარები რომლებზეც მოხდებოდა დეტალების დამზადება. გამომდინარე იქიდან რომ საჭირო დანადგარები არის ძვირი, გადავწყვიტე თავად შემექმნა ისინი. დიდი ხნის მუშაობის შემდეგ დავამზადე საჭირო ორი დანადგარი. 
დეკორატიული სახლების შექმნამდე ვადგენ მის ნახაზს, რისთვისაც უშუალოდ მივდივარ დასამზადებელ ობიექტთან რათა უმნიშვნელო დეტალიც კი იქნას ზუსტად გადმოცემული. 
–          რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებლებს ვთავაზობ, დეკორატიულ გურულ, მეგრულ ოდებს, სვანურ სახლს და ზოგადად სახლებს. ასევე ხისაგან დამზადებულ სუვენირებს.
–          წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
წარსულშ არსებული გამოცდილება რობოტოტექნიკის შექმნაში დამეხმარა დამემზადებინა საჭირო დანადგარი, და გრაფიკული პროგრამის ცოდნა მეხმარება მომავალი პროდუქტის ნახაზების შედგენაში.
–          რა გამოწვევები წინაშე დგახართ
საჭიროა ახალი ტიპის დანადგარის დამზადება (შეძენა) რათა წარმოების რაოდენობა გავზარდო.
დეტალებისთვის ნახეთ გვერდი