– განათლება გქონდათ ამ სფეროში, სად შეისწავლეთ საქმიანობა?

მცენარეებთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი, მუდმივად მქონდა მათთან შეხება. მცენარეებთან სწორად ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას,საბედნიეროდ ანემონეს შექმნის დღიდან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ვინც მასწავლა და გამიზიარა თავისი გამოცდილება. თეორიული ნაწილს ხშირად ვეცნობი ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით. შესწავლა მუდმივი, ცოცხალი პროცესია.

Anemone-ანემონე-მცენარეების-სალონი-3
– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
შემაფერხებელ გარემოებას განსაკუთრებით ვერაფერს გამოვყობდი, რადგან ენთუზიაზმი, ინტერესი და სიყვარული არასდროს დამიკარგავს მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარს.

Anemone-ანემონე-მცენარეების-სალონი-2

– როგორია თქვენი 5 წლიანი გეგმა?
სამომავლოდ ვგეგმავთ ანემონეს სივრცე უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ფართო მასშტაბებზე გვსურს ვერტიკალური გამწვანების პროექტების განხორციელება, რომელივ გახლავთ ინოვაციური და მსოფლიოში ძალიან ტრენდული მიმდინარეობა.

Anemone-ანემონე-მცენარეების-სალონი-1

– რამდენ დროს უთმობთ თქვენს ბიზნესს?

ჩემი საქმიანობა, ჩემი ყოველიურობაა. მაშინაც კი, როცა ვმოგზაურობ მუდიმავ ვინტერესდები ახალი მცენარეების შესწავლით, გამწვანებული ადგილების ხილვით და ახალი ინსპირაციების მიღებით, შესაბამისად ჩემი საქმიანობა ცხოვრების სტილია, რომელიც მუდმივად ჩემშია.

– მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე და რამ შთაგაგონათ მისი დაწყება?

ანემონე არის მცენარეების მაღაზია- სალონი, რომელსაც 6 წლიანი ისტორია აქვს. კომპანიის უპირველეს მიზანს საწყისშივე წარმოადგენდა შეექმნა ადგილოლობრივ დონეზე ახალი, საინტერესო და ღირებული გამოცდილება გამწვანების სფეროში. ამ მიზნით, თბილისში შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანები უმეგობრდებიან მცენარეებს, იღებენ კომპენტენტურ რჩევებს მოვლასთან დაკავშირებით და ადგილზე არჩევენ მცენარისთვის შესაფერის ქოთანს. მისი შექმნის იდეის უდიდესი მოტივაცია იყო, მეტი გამწვანებული სივრცის ნახვა ჩვენს ქვეყანაში.

 

დამატებითი დეტალები იხილეთ აქ