ოთკატო, სიყვარულით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები
– სად შეისწავლეთ საქმიანობა?
მხატვრების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან მიტაცებდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ვქმნიდი კერამიკულ თოჯინებს ვმუშაობდი თექაზე მაქვს ჩანთები დამტენტებული დიზაინით, თუმცა თოჯინები ის საქმე აღმოჩნდა რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა და ალბათ სწორედ ეს სიყვარულია რომელიც მეხმარება განვითარებაში. თვითნასწავლი ვარ კერვის კუთხით და ყოველთვის ვცდილობ განვითარებას.
– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
ქსოვილით ვკერავ ყველა კიდურს და შემდეგ ხდება თოჯინის აგება. ხელით ვხატავ თითოეულს ამოტომ ყველას თავისი ხასიათი აქვს.
– გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?
როცა თოჯინების შექმნა დავიწყე არანაირი ბიზნეს გეგმა არ მქონდა უბრალოდ შემიყვარდა ეს საქმე და მიზნად დავისახე რომ წარმატებული ბიზნესი ყოფილიყო. ამიტომ ყველა ტრენინგს ვესწრები რაც ამაში დამეხმარება.
– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე ბიზნესმა მოითხოვა განვითარება და ვფართოვდებით ახალი სახელოსნოს მოწყობის ეტაპზე და იგეგმება გასაყიდი ბაზრის გაზრდა.
დამატებითი დეტალები იხილეთ აქ