ხელსაქმე, რომელიც აბედნიერებს
მე დარო ჯანჯულია ვარ, 38 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა ბოლო 11 წელია ვმუშაობ საფინანსო სექტორში. ჩემი ხელსაქმე, რომელიც , მოიცავს ხელნაკეთ კალათებსა და აქსესუაებს არის ჩემი განტვირთვა, მისი წყალობით ვარ სავსე და ბედნიერი.
– როგორ გაჩნდა იდეა?
იდეა, მოვიდა პანდემიის დროს, როცა 2 თვე იძულებით სახლში ყოფნამ მაიძულა, მეპოვა საქმე რომლითაც დროს გავიყვანდი, უბრალოდ ისეთი სწრაფი ცხოვრების ტემპს მიჩვეულმა ადამიანმა როგორიც მე ვარ რომ არ გავგიჟებულიყავი დავიწყე ხელნაკეთი კალათების შექმნა, (ქსოვის კურსები ჯერ კიდევ 15-16 წლის ასაკში გავიარე როგორც დევნილმა ერთ-ერთი უცხოური პროგრამის წყალობით, რომელიც მაშინ მოწყვლადი ჯგუფებისთვის იმართებოდა, სამი თვის მანძილზე ძალიან საფუძვლიანად შევისწავლე ქსოვის ტექნიკა, რაც დღეს ასე გამომადგა)ჩამოვურიგე ის ყველა ჩემს მეგობარს და აი აქ დაიწყო მოთხოვნაც, როცა ჩემი კალათების შეძენის სურვილი გამოთქვეს მეგობრის ოჯახის წევრებმა, თანმშრომლებმა, მეგობრებმა, ასე მაიძულეს შემექმნა სოციალურ ქსელში გვერდი და პირველი გაყიდვებიც მივიღეთ, რომლებიც დღემდე აქტიურად გრძელდება.

– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
შემდეგ გაყიდვებიდან მიღებული მოგებით დავისახე მიზნად ფლორისტიკისა და დიზაინის კურსის გავლა და გავიარე კიდეც, გავიარე სამკაულების მასტერკლასი და შემდეგ უკვე მოვხვდი UNDP და საქართველოს ბანკის ორგანიზებით 5 დღიან ტრეინინგზე ,,ძლიერი ქალი ძლიერი იდეით“, მას მერე უკვე ეს ჰობი ვაქციე ისეთივე შემოსავლის წყაროდ როგორც ჩემი ძირითადი სამსახურია, აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენა-გაყიდვებში.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ძირითადი პროდუქცია გახლავთ ხელნაკეთი კალათები ხის ძირზე, რომელებსაც სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება მოვუძებნოთ, ძირითადად პარფიუმერიისთვის, სასკოლო და საკანცელარიო ნივთებისთვის, რომ ბავშვებმა ფერად და მოწესრიგებულ გარემოში სასიამოვნოდ იგრძნონ თავი, საბავშვო ნაკრებები ჩვილებებისთვის, ე.წ. მოსეს კალათა და ა.შ. ასევე ვქმნი აქსესუარებს ქალბატონებისთვის.

– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
კი გამოცდილებაც მაქვს ზოგადად მიყვარს ხელსაქმე და ისე მოხდა რომ რამდენიმე პროგრამის გავლაც მოვახერხე ქსოვის მიმართულბით, რაც დღეს ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში.



– რა გამოწვევები წინაშე დგახართ
გამოწვევებს რაც შეეხება ის ალბათ საერთოა მეტნაკლებად ყველა სტარტაპერისთვის ეს არის მარკეტინგი და გაყიდვები, მე პირადად გაყიდვებში ძალიან მეხმარება გამოფენები, ჩემი პროდუქციის 80% რეალიზებას სწორედ გამოფენებზე ვახორციელებ,სულ მალე ვგეგმავ სამკერვალო ხაზის დამატებას, ეს იქნება ახალი პროდუქტების დამატება, რაც გაზრდის ჩემს წარმოებას და მისცემს უფრო ასპარეზს ჩემს წარმოებას.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე