Lampino, ქართული არქიტექტურის “საგანძურის” მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი სანათები და სუვენირები
– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ?
გადამწყვეტი, ვფიქრობ ჩემი შვილის ფაქტორი აღმოჩნდა, “სახლში” ყოფნა ჩემთვის მარტივი ნამდვილად არ იყო და რადგან რამდენიმეწლიანი გამოცდილება მქონდა ხელნაკეთ პროდუქტზე მუშაობის ვიფიქრე რომ საკუთარი ჰობი, ბავშვური თამაში და ნიჭი უნდა გამეცოცხლებინა.
– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ
სანათების მოხატვით დავიწყე, პარალელურად გრაფიკულ დიზაინს ვსწავლობდი და ვგეგმავდი ამ მიმართულებით განვითარებას თუმცა Lampino უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და გადამწყვეტ მომენტებში როდესაც ვფიქრობდი სხვადასხვა კომპანიებში გრაფიკულ დიზაინერად დამეწყო მუშაობა თუ ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა,თავისუფლების და საკუთარი თავის იმედად ვყოფილიყავი,აუცილებლად ამ უკანასკნელს ვირჩევდი და გაამართლა. ჩემი ნიჭი, ბავშვობის ჰობი, განათლება, რადგან ხელოვნებათმცოდნე ვარ და გრაფიკული დიზაინი დამეხმარა ხედვის გაფართოებაში და სანათების სულ სხვა რაკურსით დანახვაში, არქიტექტურა შემოიჭრა დიზაინში, პურველად ბეთლემის ქუჩუს 3 ნომერი, შთამბეჭდავი ვიტრაჟებიანი სადარბაზო მოვაქციე მინიატურაში, მთელი თავისი ჯადოსნობუთ,რეალურად ეს იყო დასაწყისი.Lampino 2019 წლიდან დღემდე,ჩემთან ერთად, ყოველდღიურად ვითარდება და წინ კიდევ გრძელი გზა აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
ბრენდის იდეის და სახელის მოფიქრებისთანავე შეიქმნა facebook და instagram გვერდები, რომელთა დახმარებითაც მაქვს მომხმარებელთან კომუნიკაცია, საბედნიეროდ ახლა უკვე მაქვს საიტიც lampino.ge და სახელოსნო სივრცე ავთო ვარაზის 25 ნომერში სადაც სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს. არ ვიცი რამდენად ჩვეულებრივი ამბავია თუმცა მე პირადად იმედგაცრუბებები არ მაქვს რადგან იმედებით არ მივიწევ წინ, მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობი, საკუთარ შესაძლებლობებს და თუ რაიმე არ გამომივიდა ჩემს შეცდომასაც ვაღიარებ, ისიც ვიცი რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ისიც რომ ჩემთვის სამყაროს მასშტაბურობა უფრო საინტერესოა ვიდრე ყოფითი წვრილმანები.
– ყველაზე დიდი იმედგაცრუება
ის რომ სახელმწიფო თუ ადამიანები მეტად დაინტერესებულები უნდა იყვნენ ხელოვანი თუ მეწარმე ადამიანებით რომელთაც არსაიდან უწევთ საქმის დაწყება,ყველანაირი ხელშეწყობის გარეშე,ფაქტი და პრობლემაა და არა იმედგაცრუება, ამიტომ ამ საკითხების მოგვარებაზე და საკუთარ სამიანობაზე იმ რეალობიდან ვფიქრობ რა რეალობაშიც მიწევს ცხოვრება და რომლის შეცვლაც ჩემივე პასუხისმგებლობაა, როგორც ყველა სხვა ადამიანის.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე