– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ?

25 წელზე მეტია ჩვენი ოჯახის ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობაა,ძირითადი მეფუტკრე ჩემი მეუღლეა,დიდი გამოცდილებით და საქმისადმი უზომო სიყვარულით,სხვა შემთხვევაში გამორიცხულია ალბათ ფუტკართან ურთიერთობა და ხარისხიანი თაფლის წარმოებაც. მე უფრო მის დამხმარედ მოვიაზრები 🥰… ბოლო წლებში კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთე _ ძალიან მიყვარს ფუტკარი,არასდროს მბეზრდება მათი საქმიანობისთვის თვალის დევნება,ფოტო-კადრების გადაღება,ასე მგონია ისინი ჩვენი სამყაროს ყველაზე სრულყოფილი არსებები არიან.

– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ

ნატურალური ცვილისგან დეკორატიული სანთლების დამზადება სულ ახლახანს დავიწყე,.მსგავსი იდეა სულ მქონდა,მაგრამ არ მეგონა ასეთ მოწონებას და გამოხმაურებას თუ გამოიწვევდა. როდესაც სკაში ფიჭა მოძველდება,ის უნდა ახლით ჩაანაცვლო, გამოცვლილი ფიჭა კი სანთლად გადაადნო(ეს თავის მხრივ რამდენიმე ეტაპისგან შედგება).ამ პროცესის დროს საოცარი სურნელი ტრიალებს ირგვლივ(თუმცა როცა სანთელი ცივდება,არომატიც ნელდება)_ ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო და საინტერესოა,რომ გადავწყვიტე იდეა რეალობაში გადმომეტანა და ისეთი რამ დამემზადებინა,რაც ჩვენს ყოჩაღ ფუტკრებს შეეფერება_ სულ ახლახანს წამოვიწყე ეს საქმიანობა და უკვე ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა,უკვე უცხოეთიდანაც შემიკვეთა რამდენიმე ემიგრანტმა(იქაური ოჯახისთვის სააღდგომო საჩუქრად). აქ ვინც კი შეიძინა ყველა ისე მეფერება და მლოცავს პირად მიმოწერებშიი თუ კომენტარებში,ცოტა მერიდება კიდეც, გული კი სითბოთი და სიხარულით მევსება.ასე მგონია ყველამ ვინც კი თავისი შეკვეთა მიიღო, იგრძნო როგორი დიდი სიყვარულით და მონდომებით დავამზადე თითოეული სანთელი. არ ვიცი როგორ გაგრძელდება ეს ჩემი ,,მცირემეწარმეობა”,თუმცა საწყის ეტაპზე ისეთი სიამოვნება და ისეთი სიყვარულის უკუ კავშირი მივიღე,რომ ვფიქრობ,ნამდვილად ღირდა ამ საქმიანობის წამოწყება.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

– ყველაზე დიდი იმედგაცრუება

საბედნიეროდ ჯერჯერობით და იმედია მომავალშიც ასე იქნება _ იმედგაცრუება არ მქონია,პირიქით უფროა,ის უცხო ადამიანები ვინებიც მიკვეთავენ, დარწმუნებული ვარ ისინი ცხოვრებაში ძალიან კარგი ადამიანები არიან_ მათ უმრავლესობას ჩემი სანთლებით,მათი გაჩუქებით სხვა ადამიანების გახარება უნდათ

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე