ქართველ-პატრიოტულ თემაზე ხელით შექმნილი, ხელით მოხატული ჩანთები
– როგორ გაჩნდა იდეა?
კერვის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მქონდა… კონკრეტულად ჩანთების განხრით მუშაობის იდეა გაჩნდა პანდემიის პერიოდში.როდესაც ყველაფერი შენელდა და სამსახურის შემდეგ რამე დამატებით საქმე და შემოსავალი მინდოდა.
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
პირველი ნაბიჯები 20-30 ლარიდან დავიწყე, გაყიდული ზურგჩანთის ფული ისევ უკან ჩავაბრუნე მას მერე ყველა დღე ვიზრდებით. წელიწად ნახევარში საკუთარი პატარა სახელოსნო გავხსენი სადაც ადგილზე შეიძლება შეძენა ჩვენი პროდუქციის.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს ვთავაზობთ ხელით შექმნილ, ხელით მოხატულ, ქართველ-პატრიოტულ თემაზე შექმნილ ჩანთებს, რომელიც ატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
6 წელი ვმუშაობდი ატელიე სამოსში მკერავის პოზიციაზე,უზარმაზარი გამოცდილება და საქმის სიყვარული შევიძინე სწორედ იქ და ეს გამოცდილება დამეხმარა შემდგომ ნაბიჯებში.
– რა გამოწვევები წინაშე დგახართ
რთული გამოწვევების წინაშე არ ვდგავარ. კონკურენცია საკმაოდ დიდია და ვცდილობ ჩემს ხაზზე ვიდგე,სხვას არ მივბაძო და სხვას არ ,,მოვპარო,, იდეა . ვმუშაობ სულით, გულით და ჩემი ქვეყნის დიდი სიყვარულით,ამიტომაც ვქმნი ნაწარმს პატრიოტულ თემაზე ჩვენი ჩანთების მოხატვაზე მუშაობს მხატვარი კობა წიკლაური.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული