Gukart – ტიხრული მინანქარი
– რა როლს თამაშობს ტექნოლოგია თქვენს ბიზნესში?
ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს საქმიანობაში, მისი პრაქტიკული გამოყენება ხდება, დაწყებული შრომის იარაღებით, ნივთიერების გადამუშავებით და მუფელის ღუმელის გამოყენებით დასრულებული. თითოეული ნამუშევარი მზადდება სპილენძის ფირფიტით, ვერცხლის ტიხრებით და მინანქრის ფერებისგან. მოგეხსენებათ ტიხროვანი მინანქრის დამზადება საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ტექნოლოგიურად საკმაოდ გაადვილდა, ადრე მინანქრის საღებავს თავად ამზადებდნენ და ფქვავდნენ, ახლა მზა სახით შეძენა შესაძლებელია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მასალის გამოწვა და მიჩრჩილვა, მუფელის ღუმელში 700- 800 გრადუსზე ხდება. ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა დავზოგოთ დრო და სხვა რესურსი.
– მოგვიყევით პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც თქვენმა ბიზნესმა დაამყარა თავისი შეთავაზებების გასაუმჯობესებლად ან ახალ ბაზრებზე გასასვლელად?
ვთანამშრომლობ რამდენიმე გალერეასთან სადაც განთავსებული მაქვს ჩემი ნამუშევრები, ძირითადად ეს არის ტურისტული ზონები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ონლაინ პლათფორმები, კარგი საშუალებაა შეთავაზებისთვის საიდანაც ვიღებ დიდ დაინტერესებას ასევე შეთავაზებებს. ვმუშაობ თანამშრომლობის პროექტზე, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ჩემი ნამუშევრების განთავსება აშშ-ს რამდენიმე ქალაქში
– როგორ მართავთ ფინანსებს და უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას?
ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანია ხელოვნებაში, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. შემოსავალი ზოგჯერ მეტია ზოგჯერ ნაკლები, ბალანს ყოველთვის ვახერხებ , ჩემი საქმიანობის შეუფერხებლად მუშაობისთვის და წინსვლისთვის პირველ რიგში სამუშაო მასალებზე ვანაწილებ, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია
– რა არის ძირითადი გაკვეთილები, რომლებიც ისწავლეთ თქვენი ბიზნესის დაწყების შემდეგ?
მრავალ წლიანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ როგორი პერიოდიც არ უნდა იყოს საქმიანობისთვის, მთავარია არ გაჩერდე, უძრაობა კლავს ბიზნესს
– როგორ ანაწილებთ პრიორიტეტს ბიზნესის ეფექტურად სამართავად?
ჩემთვის პრიორიტეტი უმთავრესად ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელია. ის, რომ ჩემი ფანტაზიით და ხელით შექმნილი ნამუშევარი მოსწონთ და დღითი დღე ცნობადი ხდება გვერდიც და ავტორიც, რა თქმა უნდა პრიორიტეტი ჩემი მომხმარებლები არიან. ყოველთვის ვცდილობ მრავალფეროვნებით, სხვა და სხვა თემატიკის ნამუშევრებით და სიახლით გავანებივრო.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე