ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის სხვადასხვა გამოყენებადი ნივთების ერთობლიობა. ახალი 2021 წელს შექმნილი ქართული ბრენდი ,,ჯაში-jashi” გთავაზობთ 100 % ნატურალური მასალით დამზადებულ მაისურებსა და ჩანთებს, ჩაის ჭიქებს, ბლოკნოტებს, ახალი 2024 წლის კალენდრებს. ბრენდირებული მხატვარ რევაზ (რეზო) ჯაშის გრაფიკული ნამუშევრებით.

რევაზ (რეზო) ჯაში არის საინტერესო მხატვარი, მას თავისი ნიშა აქვს მხატვართა საზოგადოებაში. მისი სტილი არის ძალიან ინდივიდუალური და მრავალფეროვანი, როგორც ფერწერული ასევე გრაფიკული, მეგობრული და პოლიტიკური შარჟებით. ჯერჯერობით მხოლოდ მცირედია წარმოდგენილი ნივთებზე.

ნივთის შესაკვეთად და მისი ნამუშევრების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ფეისბუქ გვერდს „ჯაში-jashi” და ვებგვერდს https://revaz-jashi.blogspot.com სადაც იხილავთ მის ნამუშევრებს, სერიებს ციკლიდან „სიბრძნე სიაბდლისა“.

რევაზ (რეზო) ჯაში • დაიბადა 1946 წელის 2 ივლისს • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია • თანამდებობა: ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო სფეროში • რევაზ (რეზო) ჯაშის კარიკატურები 1968 წლიდან პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. • ქართულ პრესაში: ჟურნალი „დილა“ 1971 წ. ჟურნალი „ნიანგი“ 1971 წ. 1979 წ. გაზეთი „ლელო“ 1971 წ, 1976 წ. 1980 წ. ჟურნალი „განთიადი“ 1979 წ. • უცხოურ პრესაში: ჟურნალი „კროკოდილი“(მოსკოვი) 1980წ. გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (მოსკოვი), ჟურნალი „სტირშელი“ (ბულგარეთი). კრებული „ათასერთი ღიმილი“, გამომცემლობა „მალადაია გვარდია“ (მოსკოვი) 1980წ. ჟურნალი „შპილიკი“ (პოლონეთი), ჟურნალი „შპიგელი“ (გერმანია), ჟურნალი „დაძისი“ (ლატვია). გაზეთი „მოსკოვ ნიუს“. 1980წ. • ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებული იყო საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბრაზილიაში და ჩილეს რესპუბლიკაში. • მსოფლიო კონკურსის „ოლიმპიური ღიმილი“ მონაწილე 1980 წ. (მოსკოვი) • გაბროვოს (ბულგარეთი) საერთაშორისო ბიენალეს მონაწილე. 1981 წ. • საერთაშორისო გამოფენა 2003 წ. (სტამბოლი)

ჩვენი პროდუქტი მეტად ორიგინალურია, რადგან ბრენდირებულია ცნობილი მხატვარის რეზო ჯაშის გრაფიკული ნამიშევრებით. როგორც გრაფიკული ასევე კარიკატურული თემატიკით რაც ნივთს ხდის მეტად საინტერესოს და ორიგინალურს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ მხატვრის ნამუშევრები და ხმა მივაწვდინოთ ფართო აუდიტორიას, ასევე აღნიშნავს ადგილობრივი ხელოვნების საზოგადოების ნიჭსა და შემოქმედებას. სირთულე შეიძლება ითქვას არი ის რომ ინტეტნეტ გაყიდვები ჭირს. პროდუქტი გაგვაქვს სხვადასხვა გამოფენა გაყიდვების ფესტივალებზე. სხვადასხვა ჯგუფებში ვაკეთებთ რეკლამებს. მომხმარებლები მეტად კმაყოფილები არიან რადგან ვთავაზობთ ძალიან დახვეწილ და პრაქტიკულ პროდუქტს, სახალისო და საინტერესო თემატიკით. მხატვარს მისცემს შესაძლებლობას მიაღწიოს ფართო აუდიტორიას და გაუზიაროს თავისი უნიკალური მხატვრული ხედვა სხვებს. ნივთები ასევე იქნება მხატვრის შემოქმედების მუდმივი დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს, რომ მათი წვლილი ხელოვნების სამყაროში იქნება აღიარებული და დაფასებული.