– კონკრეტულად ვისთვის არის თქვენი კურსი, ვინ არიან მომხმარებლები?

 კურსი ნებისმიერი მსურველისთვისაა რომელსაც კინომსახიობიობის ელემენტარული უნარები და საკუთარ თავზე მუშაობის სურვი აქვს. დაწყებული 17 წლიდან. ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა სფეროს და ასაკის ადამიანები არიან: სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, ბიზნესმენები, ყველას თავისი ინტერესი მიზანი და მიზეზი აქვს რის გამოც გადიან კურს. კინომსახიობის უნარების ათვისება, პირადი კომპლექსების გადალახვა, ახალი გამოწვევების წინაშე დადგომა. სურვილები ინდივიდუალურია და მუშაობის პროცესში გათვალისწინებული.

– როგორი იყო პირველი მომხმარებლის შეფასება? 

დღემდე ნებისმიერ მის წინ გადადგმულ ნაბიჯს მიზიარებს. იქნება ეს სარეკლამო სატელევიზიო თუ სხვა შემოქმედებითი პროცესი. 

– სამი მიზეზი თუ რატომ უნდა აიღონ თქვენი კურსი.

1)მონაწილე აღმოაჩენს საკუთარ თავში იმ უნარებს რაზეც არ უფიქრია და არ შეუმჩნევია.

2) ისწავლის როგორ იყოს კადრში ორგანული, გააზრებული, ღრმა… ისე რომ არ დაზიანდეს მისი პეროვნება. 

3) სხვა რაკურსით შეხედავს სირთულეებს როგორც ამ სფეროში ისე ზოგადად ვინაიდან პირველი წესი რომელსაც პირველივე მეცადინეობაზე ვაჟღერებთ ასე: ” აკრძალულია სიტყვები- არ შემიძლია, არ გამომივა, არ გავაკეთებ, მათ მაგივრად ვიყენებთ – შევეცდები , კიდევ ვცდი, არაუშავს კიდევ ერთხელ ვცდი” , 6 თვის მანძილზე ეს წესი დიდ ცვლილებებს იწვევს თითოეულ მონაწილეში. ( ჯიუტებიც ტყდებიან) 🙂

– გვესაუბრეთ კონკურენტებზე და თუ რა გამოგარჩევთ მათგან?

არ მიფიქრია კონკურენტებზე. ყოველი წლის დასაწყისში ახალ ჯგუფთან შეხვედრისას მხოლოდ იმ ადამიანებსა და მათი პოტენციალის გახსნაზე ვარ ორიენტირებული, ეს კი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს…

– სად და როგორ გიკავშირდებიან მომხმარებლებია?

უმეტესად თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში იგებენ კურსების შესახებ, ასევე გვერდიდან, ასევე ყოფილი მომხმარებლებისა და უნივერსიტეტის პედაგოგების რეკომენდაციით მიკავშირდებიან.

– როგორია სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ გავაკეთოთ სასწავლო პროგრამა, კინომსახიობობის მსურველი ბავსვებისთვის.