–          როგორ გაჩნდა იდეა?

ვარ მხატვარ/მულტიპლიკატორი, ილუსტრატორი. დავამთავრე სამხატვრო აკადემია. სტუდენტობიდან ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო იყო მულტიპლიკაცია, თუმცა პარარელურად ვაკეთებდი ილუსტრაციებს. ასევე ვმუშაობდი ტანსაცმლის დიზაინზე, მქონდა საკუთარი ქალის სპორტული და სავარჯიშო ხაზი.

–          მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე

ყოველთვის მიყვარს სიახლის ძიება, შესწავლა, აღმოჩენა. პანდემიის ჩაკეტილობა სასარგებლოდ გამოვიყენე. სულ ვხატავდი და სხვადასხვა ტექნიკებს ვეცნობოდი. 2023 წელს დავინტერესდი დეკუპაჟით. მოგეხსენებათ დეკუპაჟის ტექნიკით მუშაობენ და დეკუპაჟს აკეთებენ ხის ზედაპირზე, ავეჯზე, ჭურჭელზე. მე მინდოდა სიახლე და მოვიფიქრე ტილოზე დეკუპაჟი.

–          რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ეს ერთგვარი ჩემი „know how“ არის. ძალიან მომხიბლა და დამაინტერესა დეკუპაჟმა. ვიყენებ როგორც დეკუპაჟის ტრადიციულ მასალას, ასევე, სხვადასხვა ნივთებს და ტექნიკას. ამით სრული თავისუფლება მაქვს. ერთ წელში ძალიან საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები შევქმენი.

–          წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

2024 წლის 26 მაისს მონაწილეობა მივიღე „მხატვართა სამყაროს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, სადაც გამოფენილი იყო 50 მხატვრის ნამუშევარი. გამოფენაზე წარდგენილი მქონდა ჩემი ორი დეკუპაჟი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დეკემბერში ისევ იგეგმება მხატვრების ერთობლივი გამოფენა და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. დროა უკვე ვიფიქრო პერსონალურ გამოფენაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე irinkebi’s artspot