– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებელს ვთავაზობ სხვადასხვა ხაზს, კერძოდ, ქალის, ბავშვის და მამაკაცის აქსესუარებს. ესენია: თმის სამაგრები, სამაჯურები (მამაკაცის და ქალის) ყელსაბამები, საყურეები.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

აქსესუარების დასამზადებლად ვიყენებ ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებს, ვერცხლს, უჟანგავ მეტალს, ქსოვილებს და ა. შ.

– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ?

ბავშვობიდან მომწონდა ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინის შექმნა და დამზადება, სწორედ აქედან გამიჩნდა სურვილი ჩემით შემექმნა სხვადასხვა აქსესუარები, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

 

– მოგვიყევით პირველი ნებიჯების შესახებ

კოვიდის პერიოდში, როდესაც სახლში ვიყავი,გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმნა სხვადასხვა აქსესუარები და ჩემი ბრენდის გვერდი, რომელიც დამეხმარებოდა გაყიდვებში 😊 შემდეგ ჩემმა შექმნილმა აქსესუარებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა და ამის შემდეგ გამიჩნდა სხვადასხვა იდეები 😊

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

ამ ეტაპზე მაღაზია არ მაქვს. კონკრეტული ნივთის შეძენა Facebook გვერდის საშუალებით ხდება. მომხმარებელთან მაქვს მუდმივად აქტიური კონტაქტი. ერთობლივად ვთანხმდებით ფერზე, ფორმაზე და ა.შ . ძირითადად ჩემი ფანტაზიით ვქმნი მოდელებს. მომხმარებელი მიკავშირდება ,, Anns handmade,, ან ,, ანის ხელნაკეთების,, გვერდზე  😊

– რამდენ დროს უთმობთ თქვენს ბიზნესს?

რაც შეეხება დროს,არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ამ საქმის კეთება სულ სიამოვნებას მანიჭებს, მქონია ასეთი შემთხვევებიც, რომ ღამე 4 საათი დამიძინია მხოლოდ, რადგან ბევრი შეკვეთები მქონდა. დაარსების დღიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ გავაუმჯობესო ხარისხი. ორიენტირებული ვარ მომხმარებლის ინტერესებსა და კომფორტზე, მათი ფანტაზიის და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე😊

 

facebook ის გვერდი იხილეთ აქ