მზის სათვალეები ზაფხულის მთავარი აქსესუარია: ისინი იცავს თვალებს მავნე რადიაციისგან, ამცირებს დაღლილობას და ორგანიზმზეც დადებითად მოქმედებს. მთავარია ისეთი ტიპის სათვალე შევარჩიოთ, რომელიც გვიხდება.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სათვალის შერჩევის მეთოდს სახის განსხვავებული ფორმის ტიპების მიხედვით.

 

აიღეთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე: რეცხვადი მარკერი, პომადა, საპონი ან ფანქარი. დადექით კედლის სარკესთან. ეცადეთ შემოხაზოთ სახის კონტური სარკის ზედაპირზე, დაიწყეთ ნიკაპით და დაასრულეთ თავის ხაზით. დაიხიეთ ერთი ნაბიჯით უკან და შეხედეთ დახატულ ფორმას.

თქვენი დავალება არის სახის ვიზუალური დაგრძელება, ამიტომ აირჩიეთ მუქი ჩარჩოს მქონე სათვალე. ისინი ავიწროებს სახეს და კონტურს ოდნავ ოვალურს ხდის. სახის პროპორციების დასაცავად, აირჩიეთ ჩარჩო, რომლის სიგანე მის სიგრძეზე მეტი იქნება.

მრგვალ სახეს შეეფერება:

  • წაწვეტებული, მართკუთხა და კვადრატისებური სათვალე.
  • ,,კატის თვალები” სათვალე
  • ,,პეპელა” სათვალე
  • ვიწრო ჩარჩოების მქონე სათვალე.
  • “ავიატორები.”

მრგვალ სახეს არ შეეფერება:

  • მრგვალი სათვალე.
  • ვიწრო ფორმა.
  • მკვეთრი კიდეების მქონე სათვალე.
  • ფერადი ლინზების მქონე სათვალე.
  • სათვალე, რომელიც წარბებს ფარავს.

ამ შემთხვევაში, მთავარი მიზანია სახის ჰარმონიული პროპორციების დაცვა. მაშასადამე, უნდა მოერიდოთ მასიურ სათვალეებს. სასურველია, სათვალის ფორმა თქვენი სახის ზომის იყოს ან უფრო ფართო.

ოვალურ სახეს შეეფერება:

  • გლუვი ფორმების მქონე სათვალე: კვადრატული, ოვალური, მრგვალი.
  • “პეპელა” სათვალე.
  • “ავიატორები.”

ოვალურ სახეს არ შეეფერება:

  • მკვეთრი ფორმების მქონე სათვალე.
  • მეტისმეტად მასიური სათვალე.
  • ფართო სათვალე.
  • ვიწრო ჩარჩოს მქონე სათვალე.

კვადრატისებურ სახეს შეეფერება:

  • დიდი სათვალე.
  • სახის ფორმების მსგავსი სათვალე.
  • ფერადი ჩარჩოს მქონე სათვალე.
  • ოვალური, მრგვალი ან წვიმის წვეთის ფორმის სათვალე.
  • უჩარჩოო სათვალე.
  • “ავიატორები.”

კვადრატისებურ სახეს არ შეეფერება:

  • კვადრატული ფორმები წაწვეტებული კუთხეებით.
  • პატარა და წვრილი ფორმები.
  • ფართო ჩარჩოს მქონე სათვალე

 

მართკუთხედ სახეს შეეფერება:

  • დიდი ჩარჩოს მქონე სათვალე.
  • “ავიატორები” (დიდი ჩარჩოებით).
  • ოთხკუთხედი სათვალე.

მართკუთხედ სახეს არ შეეფერება:

  • ვიწრო ჩარჩოები.
  • პატარა სათვალე.
  • ნათელი და ფერადი ჩარჩოები.

გულის ფორმის სახეს შეეფერება:

  • მომრგვალებული ან მრგვალი სათვალე.
  • პატარა ჩარჩოები.
  • “ავიატორები.”
  • უჩარჩოო სათვალე.
  • ნათელი ან ნეიტრალური ფერის მქონე სათვალე.

გულის ფორმის სახეს არ შეეფერება:

  • დიდი და მძიმე ფორმის ჩარჩო.
  • მკვეთრი და წვეტიანი ფორმები.
  • წვიმის წვეთის ფორმის სათვალე.
  • ,,კატის თვალები.”
  • ნათელი ფერის ჩარჩოს მქონე სათვალე.

სამკუთხა სახეს შეეფერება:

  • მრგვალი სათვალე ღია ფერის დეკორაციებით.
  • “ავიატორები.”
  • “კატის თვალები” ღია ფერის შუშით.
  • უჩარჩოო სათვალე.

სამკუთხა სახეს შეეფერება:

  • “კატის თვალები” მუქი ფერის შუშით.
  • ოთხკუთხა ფორმის სათვალე.
  • ვიწრო ან პატარა ჩარჩო.

ბონუსი: სათვალეების შემოწმება ულტრაიისფერი სხივებისგან

მიუშვირე სხივები და მიანათე სათვალის შუშას, რომლის უკანაც რაიმე ნივთი იდება (მაგალითად, კალამი, ყურსასმენი, მარკერი ან სტიკერი). უკეთესი სათვალე სხივებს გაფილტრავს და ნივთი გათბება.