უნდა ისწავლო? გთავაზობთ 7 გზას თუ როგორ დავრჩეთ ფხიზელი ყავის გარეშე.

იყო სტუდენტი არ არის მარტივი.

სკოლასა თუ უნივერსიტეტში ძალიან დაკავებულები ვართ, სხვადასხვა დამატებითი კურსებისა თუ ლექციებზე დასწრებით შეიძლება დაზომბებული ვიყოთ.

ასე, რომ თუ სტიმულირების საჭიროებას გრძნობ   , რომ იყო მოწოდების დონეზე, არ ინერვიულო. არ არის საჭირო ბევრი ენერგეტიკული სასმელის ან/და დიდი რაოდენობით ყავის მიღება.

გთავაზობთ 7 მეცნიერულ გზას რომ დარჩეთ ფხიზელი ისე, რომ ჯანმრთელობას არ შევუქმნათ საფრთხე.

 

#1 გამოიყენე საფეხურები

შემდეგში, როცა თავს გადაღლილად იგრძნობთ და ერთადერთი, რაც გინდათ არის კარგად გამოძინება, თუმცა სამეცადინო ჯერ კიდევ ბევრია,  შეგიძლია გამოაცხადო შესვენება და აუყვე-ჩამოუყვე კიბეებს!

ჯორჯიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად 10 წთ განმავლობაში ზევით-ქვევით კიბეებზე სიარულმა, მუდმივი ტემპით , შესაძლოა თავი გაგრძნობინოთ უფრო ენერგიულად ვიდრე კოფეინმა.

ასე რომ ცადე! ეს ხომ უფასოა, და ჯანმრთველობისთვისაც უსაფრთხო, ამასთან შეგიძლია გააკეთო ეს თითქმის ნებისმიერ ადგილას და გარემოში.

 

#2. უყურე მხიარული კატების ვიდეოებს  ????

ACS-ის მიხედვით, მხიარული კატების ვიდეოებoს ყურებამ მაშინ, როცა თავს გრძნობ გადაღლილად, შესაძლოა გაგიუმჯობესოს  ხასიათი და გაგიზარდოს კონცეტრირების უნარი.

რატომ და როგორ?

ეს უკავშირდება 2 ჰორმონს ჩვენს ორგანიზმში – ოქსიტოცინი, რომელიც ცნობილია როგორც ბედნიერების ჰორმონი (ზოგჯერ კი სიყვარულის ჰორმონადაც მოიხსეიებენ)  და კორტიზოლი,  ჰორმონი, რომელიც მიბმულია სტრესზე. ACS-ის მიხედვით,  მხიარული და საყვარელი კატების ვიდეობის ნახვამ შესაძლოა გაზარდოს ოქსიტოცინის და შეამციროს კორტიზოლის დონე ჩვენს ტვინში

ასე რომ უყურეთ ამ კატების ვიდეოს რომ გაზარდოს ბედნიერების ჰორმონი და დაგეხმაროთ დარჩეთ ფხიზელი. ეცადე რომ არ გაგიტაცოს ვიდეობის ყურებამ YouTube-ზე.

პ.ს. ამ ვიდეობის ყურება კარგია ნებისმიერ დროს, როცა გინდათ დადგეთ უკეთეს ხასიათზე.

 

#3. დააგემოვნე H2O

სათანადოდ შეაფასე წყლის ძალა.

მეცნიერებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ თავს ვგრძნობთ გადაღლილად და არამოტივირებულად, როცა ვართ დეჰიდრირებული (წყალგაცლილი), ასე რომ მნიშვნელოვანია მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი, რომ ჩვენმა სხეულმა იმოქმედოს ოპტიმალურად.

მართალია  ჩვენი გადატვირთული გრაფიკის გამო წყლის სმის ტემპის გაკონტროლება რთულია, ამიტომ  შეგვიძლია მივირთვათ ჰიდრირებული (წყლიანი) საკვები, რასაც იმავე ეფექტამდე მივყავართ, რაც უბრალოდ წყლის სმას.

 

#4. წაუძინე ცოტაოდენი

კვლევების თანახმად 10 წთ-იანი წაძინების შედეგად გაიზრდება როგორც სიფხიზლე,  ასევე  შემეცნებითი უნარი, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 3 სთ-ის მანძილზე

თუმცა, ოპტიმალური დრო წაძინებისთვის არის შუაღამიდან  ღამის 2 სთ მდე, თორემ შესაძლოა ჩაგეშალოთ კიდეც ღამის ძილი.

ასევე სხვა კვლევის თანახმად “წაძინებამ შესაძლოა დაგაყენოთ კარგ ხასიათზე”   , რასაც შეუძლია დაგეხმაროს უკეთესად სწავლასა და დამახსოვრებაში.

 იცოდი თუ არა  რომ:  თუ დაიძიენ 7 -8 სთ ზე ნაკლებს დღეში დაგისუსტდება/დაგიზიანდება სიფხიზლე. 

დამატებით.. თუ როგორ წაუძინო შეგიძლია იხილო აქ  .

 

#5. მიიღე ცოტაოდენი მზის სხივი

იცოდი თუ არა რომ მზიან ამინდი შესაძლოა იყოს გასაღები იმისა, რომ დაგეხმაროს დარჩე ფხიზელი მაშინაც როცა ძალიან გეძინება?

მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა რომლის მიხედვითაც ნათელი სხვივების შეხებას შეუძლია თავი გაგრძნობინოთ ნაკლებად მძინარედ და უფრო ბედნიერად.

ასე რომ,  თუ თავს ჩაკეტილ სივრცეში გრძნობ,  რომლისგანაც თავს ვერ იხსნი  მთელი დღის განმავლობაში, გამოდი გარეთ, მიეფიცხე მზეს და მიიღე შენი დოზა ვიტამინი D.

 

#6. წაივარჯიშე

შესაძლოა ეს აქამდე იცოდი, მაგრამ ვარჯიშს შეუძლოა მოგცეს ენერგია და შეგინარჩუნოს კიდეც სიფხიზლე.

ეს იმიტომ რომ ვარჯიში გამოათავისუფლებს ენდორფინებს, ეს ბედნიერების ფორმონები გეხმარება თავი იგრძნო უფრო ბედნიერი და ენერგიული. ფიზიკური აქტივობას შეუძლია დაგვაყენოს ჯანმრთელ გონებაზე, ამ კვლევის თანახმად 1 საათიან ვარჯიშს კვირის განმავლობაში შეუძლია მოსალოდნელი დეპრესიის შემცირება.

ასე რომ , განურჩევლად  ვარჯიშის ტიპისა და კატეგორიისა, იქნება ეს ცურვა, სირბილი თუ ცეკვა, შეეცადო დრო გამონახო გადატვირთულ განრიგში. მენდე, შენი სხეული მადლობას გადაგიხდის.

 

#7. მოუსმინე საყვარელ სიმღერებს

მოახლოებული გამოცდის გამო გიწევს რომ ისწავლო? არ ინერვიულო. მუსიკას შეუძლია იყოს  კარგი მეწყვილე და ასევე  დაგეხმაროს დარჩე ფხიზლად და მოტივირებულად .

ACS-ის მიხედვით საყვარელი სიმღერების მოსმენის შემდგომ ტვინში გამოიყოფა დომაპინი, სეროტონინიდ და ოქსიტოცინი.  რომელიც დაგეხმრებათ დარჩეთ ფხიზელი.

ასევე  სტენფორდის უნივერისტეტის სამედიცინო სკოლის კვევის თანახმად საყვარელი მუსიკის მოსმენა დაგეხმარება  უკეთ კონცეტრირებაში.

საკმარისი მიზეზები რომ მოვირგოთ ყურსასმენები და ჩავრთოთ რჩეული სიმღერა.

უძილობა გაწუხებს? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას