ციმციმა, ეპოქსიდის ხელნაკეთი ნივთები
– სად შეისწავლეთ საქმიანობა?
დავიწყებ იმით რომ ეპოქსიდზე პირველი ინფორმაცია 2022 წელს მოვიძიე .თავიდან მხოლოდ განსატვირთად სასიამოვნო ჰობი იყო ჩემთვის
თუმცა მოგვიანებით დაახლოებით ბოლო ერთი წელიწადია აქტიურად დავიწყე მასზე მუშაობა და ჰობიდან შემოსავლის წყაროდ ვაქციე , ეპოქსიდით მუშაობა შევისწავლე ონლაინ , ვიდეოებისა და ინტერნეტში არსებული ინფორმაციით . ჩემთვის თითოეული ნივთის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი მომხმარებლის თვალები ნივთის ნახვის შემდეგ ნამდვილად სიხარულით აციმციმდნენ .
– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
თავდაპირველად დამკვეთთან ვაზუსტებთ სრულ ინფორმაციად შეკვეთასთან დაკავშირებით , დემდეგ უკვე იწყება გონებაში და ფურცელზე მასალების ორგანიზება , დროის სწორი განსაზღვრა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ იდეის რეალობად ქცევას
– გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?
ვფიქრობ ნებისმიერი იდეის წარმატების გასაღები ბიზნეს იდეის სწორი დაგეგმარებაა და მეც რა თქმა უნდა თითოეული ახალი ნივთის იდეიდან ვგეგმავ მისი განხორცილების ყველა დეტალს და მაქსიმალურად ვცდილობ მომხმარებელს საინტერესო , განსაკუთრებული და ორიგინალური ნამუშევარი მივაწოდო
– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
სამომავლოდ რამდენიმე ახალი ნივთი დაგვემატება , რომელიც დიდი იმედი მაქვს მომხმარებლის დიდ ინტერესსა და მოწონებას დაიმსახურებს
– თქვენი აზრით, კონკრეტულად რა დაგეხმარებოდათ განვითარებაში
ამ ეტაპზე ვფიქრიბ მომხმარებლების ინტერესის ზრდა ძალიან დაეხმარწბა ციმციმას განვითარებასა და წინსვლაში
დამატებითი დეტალები ნახეთ ბმულზე