შესავალი

„თაბაშირა“ — ეს არის ოჯახური ბიზნესი, რომელსაც ანა და ზურა ერთად უძღვებიან. ისინი ქმნიან მაღალი ხარისხის თაბაშირის დეკორებს ინტერიერისთვის. მათი პროდუქცია აერთიანებს კლასიკურ ესთეტიკას, თანამედროვე სტილსა და გამძლეობას. თითოეული ნაკეთობა მზადდება ხელით, ზუსტი ტექნოლოგიითა და კონტროლით, რათა შედეგი იყოს იდეალური როგორც ვიზუალურად, ისე პრაქტიკულად.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– როგორ გაჩნდა საქმიანობის დაწყების იდეა? – იდეა მაშინ მოგვივიდა, როცა საკუთარი სახლისთვის დაგვჭირდა მსგავსი თემატიკის დეკორაციები და ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი ნაკეთობები ვერ ვიპოვეთ. მივხვდით, რომ ეს ნიშა თავისუფალი იყო და გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონვე გვეცადა.

– გქონდათ თუ არა ბიზნეს გეგმა საწყის ეტაპზე? – სიმართლე გითხრათ, არანაირი ბიზნეს გეგმა არ გვქონია. სულ რაღაც 100 ლარით ვიყიდეთ პირველი ყალიბები, გავაკეთეთ სოციალური ქსელის გვერდი და დავიწყეთ მუშაობა. იქედან გამომდინარე, რომ ეს სფერო მაშინ არ იყო დაკავებული, გაგვიმართლა და ბევრი მომხმარებელი მალევე გაგვიჩნდა.

– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ, რამდენად რთული იყო დასაწყისი? – პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა. ხელოვნების სფეროსგან ადრე ძალიან შორს ვიყავით. 6 თვეზე მეტი დაგვჭირდა ექსპერიმენტებისთვის, სანამ მასა იდეალურ შედეგამდე მივიყვანეთ და ნაკეთობებმა ის ხარისხი მიიღო, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც პირველ ეტაპზე გვიკვეთავდა და ამით ჩვენს განვითარებას უწყობდა ხელს.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რით გამოირჩევით კონკურენტებისგან? – ჩვენს ასორტიმენტში შედის როგორც დეკორატიული ელემენტები, ასევე პრაქტიკული ორგანაიზერები და ელეგანტური ლარნაკები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კონკურენცია დიდია, ჩვენი მთავარი ნიშა უმაღლესი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასია. ასევე გვაქვს ფერებისა და ტექნიკის საკუთარი სტილი, რომლის იდენტურად გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელია.

– როგორ ახერხებთ ცნობადობის გაზრდას და სად გიკავშირდებიან მომხმარებლები? – ჩვენთვის მთავარი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია, რომელიც სხვასაც გაგვიწევს რეკომენდაციას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ Facebook-ისა და Messenger-ის პლატფორმებზე.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – ამჟამად ვმუშაობთ ძალიან დიდ გამოწვევაზე: გვსურს შევქმნათ დიდი ზომის სახლის დეკორი, რომლის თითოეული დეტალი 70 სანტიმეტრზე მეტი იქნება. ეს ტექნიკურად რთული პროცესია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ჩვენი მომხმარებლის გაოცებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით