შესავალი

ბადრი გორგოშიძის ცხოვრება მრავალფეროვანი თავგადასავლებითაა სავსე: პროფესიით პედიატრი, წლების განმავლობაში შორი ნაოსნობის გემის ექიმად მუშაობდა, მოგვიანებით კი საკაბელო ტელევიზიას ხელმძღვანელობდა. დღეს ის სოლოლაკის გულში, საკუთარ სახელოსნოში, ხისგან საოცარ ნივთებს ქმნის. მისი ბრენდი „სახლიკო“ აერთიანებს ბავშვობის გატაცებას, დაგროვილ გამოცდილებასა და სიმშვიდეს, რომელსაც ხეზე მუშაობა ანიჭებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ბატონო ბადრი, როგორ გაჩნდა ხეზე მუშაობის იდეა და რა იყო თქვენი ინსპირაცია? – ხეზე მუშაობა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. ყოველთვის ვაკეთებდი სხვადასხვა ნაკეთობებს, თუმცა ამ საქმეში დიდი გამოცდილება დამიგროვდა მაშინ, როცა საკუთარი ხელით ავაშენე ორი სახლი ბურიანსა და ანანურში. იდეაც აქედან წამოვიდა – ის, რაც ჰობი იყო, ჩემს ყოველდღიურობად იქცა.

– მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე, ვინ გასწავლათ ეს ხელობა? – ყველაფერი ჩემი ძალისხმევით ვისწავლე, მასწავლებელი არ მყოლია. პირველივე ნაბიჯებიდანვე ყველაფერი ლამაზად გამომივიდა და მომხმარებელიც მალევე გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი საქმეა, პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ მთელ დროს მას ვუთმობ – ეს ჩემთვის დასვენებაც არის და გართობაც.

– რა როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენს საქმიანობაში? – ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს ასრულებს. მუშაობისას ვიყენებ მრავალ ელექტრო იარაღს და მეტიც, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსაც კი მივმართავ, რომ საქმე უფრო ეფექტური გახდეს.

– კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს და რით არის თქვენი ნამუშევრები გამორჩეული? – „სახლიკოს“ გალერეაში ასობით ნამუშევარია: გასაღების საკიდები, სასკოლო ორგანაიზერები, ზარდახშები და კაპიტალური ჩიტის ბუდეებიც კი, რომლებიც დიდ წონაზეა გათვლილი. ვფიქრობ, მაქვს ინდივიდუალური ხელწერა, რაც ჩემს ნამუშევრებს გამოარჩევს.

– სად მდებარეობს თქვენი სახელოსნო და როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი? – ჩემი სახელოსნო სოლოლაკშია. მომხმარებლები ძირითადად სოციალური ქსელებით მიკავშირდებიან, ხშირად კი თავად მესტუმრებიან ხოლმე გალერეაში, სადაც უამრავი „სახლიკო“ ხვდებათ. მათი დამოკიდებულება ყოველთვის ცალსახად დადებითია, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – მინდა, რომ უფრო და უფრო დავხვეწო ჩემი ნაკეთობები. ჩემი მთავარი მიზანია, „სახლიკო“ საქართველოს ყველა ოჯახში იყოს. ეს საქმე ჩემი ცხოვრებაა და მისი მადლიერი ვარ, რადგან მშვიდად ცხოვრების საშუალებას მაძლევს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით