როგორ ვაქციოთ სწავლა სახალისო თამაშად? – ინტერვიუ „მზისფერის“ დამფუძნებელთან
გვანცა ხუციშვილი ბავშვებზე და მათ განვითარებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მან და მისმა პარტნიორმა საკუთარი პროფესიული გამოცდილება – არტთერაპია და სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკა – ერთ დიდ იდეად, „მზისფერად“ აქციეს. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ ფერებს, ფორმებსა და რიცხვებს, მონაწილეობენ ექსპერიმენტებში და პოულობენ საკუთარ თავს შემოქმედებით პროცესში.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– გვანცა, როგორ გაჩნდა „მზისფერის“ შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი შთაგონება? – იდეა ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო ინსპირაციიდან წარმოიშვა. ჩვენი შვილები იყვნენ მთავარი მოტივაცია – მათთან მუშაობის პროცესში დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა იყოს სახალისო, შემოქმედებითი და ბავშვის ინტერესებზე მორგებული. სწორედ ამ დაკვირვებებმა და ბავშვებისადმი სიყვარულმა გააჩინა სურვილი, შეგვექმნა სივრცე, სადაც პატარები თამაშით ისწავლიდნენ და თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ თავს.

– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე? – პირველი ნაბიჯები მცირე, მაგრამ ძალიან გულით გაკეთებული აქტივობებით დავიწყეთ. ვქმნიდით ხელნაკეთ საგანმანათლებლო მასალებს, ვაკვირდებოდით ბავშვების ინტერესებს და ვცდილობდით თითოეული აქტივობა მათ საჭიროებებზე მოგვერგო. ეტაპობრივად დავაგროვეთ გამოცდილება, გავაფართოვეთ იდეები და დღეს უკვე ბევრად უფრო მრავალფეროვან პროგრამებს ვთავაზობთ პატარებს.
– კონკრეტულად რა პროგრამებსა და აქტივობებს სთავაზობს „მზისფერი“ ბავშვებს? – ჩვენი პროგრამა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ის მოიცავს: არტთერაპიას, წიგნის კლუბს, სენსორულ თამაშებს, მეტყველების განვითარებას, წერისა და კითხვისთვის მზაობის აქტივობებს. ასევე გვაქვს ხელოვნების წრე, სახალისო ექსპერიმენტები და თოჯინების თეატრიც კი. ვმუშაობთ თემატურ პროექტებზეც, როგორიცაა პროფესიები, ჯანსაღი კვება, ანატომია, პლანეტები და დინოზავრები. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვს სწავლის პროცესი გავუმარტივოთ.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ საქმიანობაში? – ყველაზე დიდი გამოწვევა თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაა, რადგან ყველა პატარა განსხვავებული ტემპით და ინტერესით ვითარდება. ასევე, ძალიან გვსურს, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო ცნობადი გახდეს, რადგან ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ჩვენს პატარა ქალაქში, რა საოცარ და შემეცნებით გარემოს ვთავაზობთ ბავშვებს. სწორედ ეს გამოწვევები გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად ვეძებოთ ახალი იდეები.

– თქვენი პროფესიული გამოცდილება რამდენად გეხმარებათ პროგრამების დაგეგმვაში? – მნიშვნელოვნად. მე არტთერაპიის მიმართულებით მაქვს გამოცდილება, ჩემს პარტნიორს კი სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკა აქვს. ბავშვებთან მუდმივმა კომუნიკაციამ და პრაქტიკულმა დაკვირვებებმა გვასწავლა, როგორ შევარჩიოთ მათთვის მართლაც ეფექტური აქტივობები. ბავშვებთან მუშაობა ჩვენი საერთო სიყვარული და უშრერი შთაგონებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


