ferma-senakshi-4

– მოგვიყევით თქვენს წამოწყებაზე და რამ შთაგაგონათ მისი დაწყება?

ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი სოფლის მეურნეობით მქონდა პატარა ბოსტანი, რომელშიც მომყავდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული და სხვა ბოსტნეულობა. ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი, დაბარვა, გათოხვნა და ზუსტად ეს პროცესი შემიყვარდა. ყველაზე პატარა ნერგს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ არ დაჩაგრულიყო და დაწეოდა სხვა ძირებს. ამის შემდეგ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა ამ კუთხით და ჩავაბარე ქუთაისში აგრონომიის ფაკულტეტზე, პარალელურად დავიწყე მეფრინველეობის განვითარებაც. შემთხვევით გავწევრიანდი ერთ-ერთ ფრინველის ჯგუფში, სადაც ვნახე სხვადასხვა სახეობები და გავოცდი. დავიწყე მოძიება სახეობების და სწორედ ამ დროს შევხვდი ძალიან სწორ ადამიანს რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ, მაჩუქა აბრეშუმის და მილფერის კვერცხები. თანდათან დავიწყე გაშენება სხვადასხვა ჯიშების. ჩვეულებრივი ჯიშს ვაჯვარებდი და თან ვსწავლობდი რომელი საკვებით უფრო მეტი ზრდა ქონდა, რომელი პრეპარატი როდის შველოდა და გზადაგზა ბევრ დაბრკოლებებს გადავეყარე მაგრამ მაინც არ დავნებდი

იყო ადამიანებიდანაც ის შეხედულება, რომ ახალგაზრდა ბიჭს რა მინდა ფრინველებში, ამის მიუხედავად განვაგრძე სვლა. შარშან დავსახე მიზანი მყოლოდა ფარშევანგები დაახლოეებით 25 მდე მყავდა და დღესდღეისობით 1 დამრჩა, გამოუცდელობას ვაბრალებ, თუმცა არ ვნებდები წელს უფრო მეტს მოვაშენებ

ferma-senakshi-6

– რა არის ძირითადი პროდუქტები ან სერვისები, რომლებსაც სთავაზობთ მომხმარებელს?

ამჟამად მყავს 9 სახეობის ქათამი 2 სახეობის ფარშევანგი 3 სახეობის ინდაური, იხვები, ბატები და ციცირები. კვერცხი ხშირად ჩამომაქვს საზღვარგარეთიდან, უახლოეს მომავალში ვაპირებ კიდევ გავფართოვდე და კიდევ უფრო წინ წავიდე მიზნებისკენ

ferma-senakshi-5

– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, სირთულე თქვენს საქმიანობაში?

ferma-senakshi-3 ferma-senakshi-2

– რა საშუალებებს იყენებთ ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად?

რეალიზაციას ვახდენ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ვინც სენაკთან ახლოს ცხოვრობს ჩამოდიან და თავად მიყავთ. ყველაზე სასიამოვნო კი არის როცა მომხმარებელს მიყიდი ფრინველს და მომავალ წელს ისევ შენთან მოდის საყიდლად. სიხარულით ვივსები და მიორმაგდება გაფართოვების სურვილი.

დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ახალგაზრდა ფერმერებთან, ვისაც არ ვიცნობ და გავუზიარებდით ცნობას . მე კიდევ ჯერ ახლა ვიწყებ აღმა სვლას და მიზნებისკენ სწრაფვას

 

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე