ქართული ხელნაკეთი ბუზის საკლავი – “შოლტი”
– საიდან გაჩნდა იდეა?
დაახლოებით, ორი წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ვთქვი – ქართული, ბუზის საკლავი ხომ არ გაგვეკეთებინა. ეს არის კოლაბორაცია ჩემი და ბექა შარაშენიძის – ის მუშაობს ხეზე. ამ ყველაფერს თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს გაეცინა ამ იდეაზე. თუმცა, ის შედგა და პირველივე ნაბიჯები წარმატებით გადავდგით.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
“შოლტი” არის მრავალფუნქციური პროდუქტი ფანტაზიის მიხედვით. ხელნაკეთი, ექსკლუზიური, ნატურალური ტყავისა და ხისგან დამზადებული, ბუზის საკლავი. ეს სწორედ ის ნივთია, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს ნებისმიერის ყურადღებას. რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არცერთი ვერსია არ მეორდება. თვითონ შოლტის ტარი გახლავთ ხელით დამუშავებული. აკაციის ხეა და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.
ცნობისთვის, “შოლტის” თითოეული ბუზის საკლავი ექსკლუზიურია და მზადდება ერთი ცალი. მისი ღირებულება 55 ლარს შეადგენს. ქართული წარმოების ბუზის საკლავი ორი დიზაინერის, მარიამ მინდორაძისა და ბექა შარაშენიძის, ერთობლივი მუშაობით იქმნება.განსაკუთრებულ ინტერესს, პოზიტივსა და მოწონებას მომხმარებელში იწვევს “შოლტის” ერთი დეტალი: ხელნაკეთ ბუზის საკლავზე დატანილია ერთი ნახვრეტი, რომელიც ბუზს გადარჩენის ერთ შანსს აძლებს.
– როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?
შოლტი” მომხმარებელში იწვევს დადებით ემოციას, რაც უფრო უცხო და საინტერესოა პროდუქტი, მით უფრო დიდია მის მიმართ ინტერესი.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
შოლტის შესაკვეთათ მომხმარებელი გვიკავშირდება შოლტის ფბ გვერდზე
– როგორია „შოლტის“ სამომავლო გეგმები?
შოლტის სამომავლო გეგმები არის ის,რომ ვემზადებით ზაფხულისთვის, რადგან ზაფხულში, მართლაც, რომ საჭირო ნივთი იქნება ყველასთვის.