“ესერთი” – უნიკალურ საკანცელარიო ნივთების ნაკრები
თუ ყოველთვის გინდოდა, რომ განსაკუთრებული, გამორჩეული და უნიკალური საკანცელარიო ნივთები გქონოდა, მაშინ “ესერთი” სწორედ შენთვისაა.
– საიდან გაჩნდა იდეა?
სახელი “ესერთი” სრულიად სხვა პროექტისთვის გვქონდა გადანახული. შემდეგ გაჩნდა სურვილი – საკანცელარიო ნივთების შექმნის და იდეა – ყოველთვიური საკანცელარიო ნაკრების, ჰოდა სახელი და იდეა ერთმანეთთან იმდენად ბუნებრივად დაკავშირდა, ბევრი არც გვიფიქრია, მალევე უკვე იდეის განხორციელებას შევუდექით.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ესერთი ყოველთვიური საკანცელარიო სეტია. ყოველ თვე სხვადასხვა დიზაინერთან კოლაბორაციით ვქმნით უნიკალურ საკანცელარიო ნივთების ნაკრებს
– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
სანამ ბეჭდვა დაიწყება, პირველ რიგში, ვიფიქრებთ თვის თემას, კონცეფციას. იდეასთან და რეფერენსებთან ერთად მივდივართ გრაფიკულ დიზაინერთან, თუმცა, ამის შემდეგ ფაქტიურად არ ვერევით შემოქმედებით პროცესში, რათა დიზაინერმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი, იმუშაოს იმ სტილში, რაც მისთვის ორგანული და ყველაზე საინტერესოა.
– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ძალიან ბევრი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მომხმარებელი გვყავს: სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები, ანუ ის მომხმარებლები, ვისაც საკანცელარიო ნივთები სწავლისთვის სჭირდება
დასაქმებული ადამიანები, ვისაც საქმეების, გეგმების და შეხვედრების ჩანაწერების კეთება ლამაზ წიგნაკში ურჩევნია
ასევე, ძალიან ბევრი ჩვენს საკანცელარიო სეტს საჩუქრად ყიდულობს
– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
როდესაც საკანცელარიო პროდუქციასთან გაქვს საქმე, როგორც აღმოჩნდა, არსებობს ძალიან ბევრი სტანდარტი, იქნება ეს ყდის ზომა, მასალა, ფურცლების რაოდენობა, ჭრის ხაზების მდებარეობა და ა.შ. შესაბამისად, ბევრ დაბრკოლებას წავაწყდით, როდესაც ოდნავ უფრო არასტანდარტული დიზაინის, ფორმის, ფუნქციის ნივთების გაკეთება გადავწყვიტეთ.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
ჩვენი ძირითადი არხი ინსტაგრამია, თუმცა, ვართ facebook-ზეც და ორივე სოციალურ ქსელში ჩვენი პროდუქციის შეძენას ჩატის მეშვეობითაა შესაძლებელი. ასევე, გვაქვს საიტი eserti.ge საიდანაც აგრეთვე შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის შეკვეთა.
– როგორია „ესერთის“ სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. სხვადასხვანაირი წიგნაკებისა და ბარათების გარდა, გვინდა ბევრი უცნაური, საყოფაცხოვრებო, საინტერესო ნივთი შეემატოს ჩვენს კოლექციებს. ამის გარდა, ვგეგმავთ subscription მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს, რომ შეღავათიან ფასად ჩვენი მომხმარებელი ყოველ თვე მიიღებს ესერთი სეტს.