Brain × Brain • ტვინჯერ ტვინი – ფერადი კუბიკები
– როგორ გაჩნდა თამაშის იდეა?
სათამაშოების წარმოება დიდი ხანია მინდოდა და დიდი ხანია ვმუშაობ სხვადასხვა
სათამაშოს დიზაინზე. როცა ჩავთვალე რომ მზად ვიყავი წარმოებისათვის, ბიზნესის
დაწყება სათამაშო “ფერადი კუბიკები”-თ გადავწვყვიტე.
– რისგან და როგორ მზადდება სამაგიდო თამაში?
პროდუქტში არის როგორც ქარხნულად, ისე ხელით დამუშავებული დეტალები.
კონკრეტულად, შეფუთვა და ხის დეტალები საქართველოში, საწარმოში მზადდება.
სამღებრო სამუშაოებს კი ვანხორციელებთ ხელით, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით.
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც გეხმარებათ საქმიანობაში?
სათამაშოების დიზაინის შექმნაში ძალიან მეხმარება ის განათლება და უნარები რაც აქამდე
შევიძინე. დამთავრებული მაქვს არქიტექტურული ფაკულტეტი, ასევე ბავშვობიდან ვხატავ
და ეს ყველაფერი მეხმარება სათამაშოს როგორც კონცეფციის შექმნაში, ისე ფორმებისა და
ფერების გადაწყვეტაში. ბიზნესის კუთხით კი მცირედი გამოცდილება მაქვს.
– გეგმავთ ახალი სამაგიდო თამაშის დამატებას თუ როგორია სამომავლო გეგმები?
როგორც უკვე აღვღნიშნე, კიდევ სხვა სათამაშოების კონცეფციაზეც მაქვს ნამუშევარი. ასე
რომ, ცოტა ხანში კიდევ ახალ სამაგიდო თამაშს შემოგთავაზებთ.