თუ უნიკალური და დახვეწილი ნივთები გიყვართ მაშინ გაიცანით – ბეატა.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?
ამ მიმართულებით ვმუშაობ 7 წლიდან. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს ვთავაზობთ ხელით ნაქსოვ ჟაკეტებს, კაბებს, სვიტრებს, ქუდებს მაგიდის და საქოლის გადასაფარებლებს და ა.შ ასევე ნატურალურ ქვებზე დამზადებულ აქსესუარებს, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო სათამაშოებს, თექის ნაწარმს, ნაქარგს.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
ყველა პროდუქტი ინდივიდუალურია და მზადდება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, ვიყენებთ ბუნებრივ მასალას და მაქსიმალურად ვზღუდავთ სინთეტიკურს.

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩვენი პროდუქცია გათვლილია ყველა სეგმენტზე. ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზეც ონლაინ მაღაზიების საშუალებით.

– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?
შემაფერხებელი გარემოება ძირითადად ტრანსპორტირების მაღალი ტარიფია უცხოურ ბაზარზე. ხარისხიანი ფოტო და ვიდეო გადაღებაც ძალიან მნიშვნეოვანია.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
ძირითადად კმაყოფილი მომხმარებლების საშუალებით, ასევე სოციალური ქსელებით.

– როგორია სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში მჭირდება კარგად დამუშავებული ფოტოები, ამის შემდეგ ვაპირებ 2-3 ნიჭერი კადრის გადამზადებას და უფრო აქტიურად ჩართვას ბიზნესის გასავითარებლად.