პოლიმერული თიხის ხელოვნება: როგორ აქცია ნათია სოლომონიამ ჰობი საქმედ
შესავალი
ნათია სოლომონია პროფესიით იურისტია, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიმერული თიხის სამყარო აღმოაჩინა. დღეს ის ბრენდ „Nათისას“ დამფუძნებელია და ქმნის მრავალფეროვან ნამუშევრებს: დაწყებული დეკორატიული ფინჯნებით, დამთავრებული დახვეწილი სამკაულებით. ნათია პარალელურად ფარმაცევტულ მიმართულებაზეც სწავლობს და მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ძიება მუდმივი პროცესია.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ნათია, როგორ გაჩნდა იდეა, რომ იურისტს პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დაგეწყოთ? – ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ერთხელ თიხის დეკორაციით გაფორმებული ნივთი დამჭირდა საჩუქრად, თუმცა სადღესასწაულო დღეების გამო დროულად ვერ მომაწოდეს. სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი – რატომ არ უნდა ვცადო და თავად დავეუფლო ამ ხელოვნებას? თავიდან ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი და განტვირთვის საშუალება იყო.


– როდის მიხვდით, რომ ჰობი შეიძლებოდა ბიზნესად ქცეულიყო? – როდესაც ჩემმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მათზე მოთხოვნა გაიზარდა, მივხვდი, რომ სასიკეთო ცვლილებების დრო იყო. ჰობი ნელ-ნელა გადაიზარდა საქმედ, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად მრავალფეროვანია თქვენი ასორტიმენტი? – ჩემი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია: პოლიმერული თიხით ვაფორმებ ფინჯნებსა და ლამბაქებს, ვამზადებ სამკაულებს, სუვენირებსა და თმის სამაგრებს. ვცდილობ, თითოეული ნივთი იყოს ინდივიდუალური და ემოციური.


– რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე? – ჩემთვის უმთავრესია მომხმარებელს მუდმივად შევთავაზო ხარისხიანი, განსხვავებული და საინტერესო ასორტიმენტი. ამიტომ, არასდროს ვჩერდები და მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვარ. მინდა, რომ „Nათისას“ ნებისმიერი ნივთი მფლობელისთვის განსაკუთრებული იყოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


