შესავალი

42 წლის განმავლობაში ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ბებია თინას დახლი ყველასთვის ნაცნობი ადგილი იყო. იქ მიდიოდნენ არა მხოლოდ საუკეთესო სუნელებისთვის, არამედ იმ სითბოსთვის, რომელსაც ეს ქალბატონი გულით გასცემდა. დღეს, ბებია თინას გზას მისი შვილი, ირმა და შვილიშვილები აგრძელებენ. ბრენდი „თი’ინნა“ სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციისა და სიყვარულის გაგრძელებაა, რომელმაც ნატურალური სანელებლები და ქართული გემოები ონლაინ სივრცეში გადმოიტანა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– „თი’ინნა“ საგვარეულო საქმეა, რომელიც უკვე მესამე თაობას გადაეცემა. მოგვიყევით ბრენდის ისტორიაზე… – ბებია თინასთვის სუნელი უბრალოდ პროდუქტი არ იყო — ეს იყო სიყვარული და 42-წლიანი შრომა. მისი გარდაცვალების შემდეგ, საქმე გააგრძელა მისმა შვილმა, ირმამ, რომელიც უკვე 15 წელია დედის დანატოვარს უფრთხილდება. დღეს ეს საქმე უფრო ფართო გახდა — დავიწყეთ დაპაკეტება და ონლაინ მიწოდება, რათა თინას ნატურალური სუნელები ყველა ოჯახამდე მისულიყო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

– კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს და რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული? – ჩვენი მთავარი ნიშა ნატურალურობაა. მომხმარებელს ვთავაზობთ ტრადიციული წესით დამზადებულ სანელებლებს, რომლებსაც ინდივიდუალურად, მათი გემოვნების მიხედვით ვაზავებთ. ასევე გვაქვს წითელი და მწვანე ტყემალი, ახალი ნიგოზი, საუკეთესო მჭადის ფქვილი, ღერღილი და ნატურალური ვაშლის ძმარი. ჩვენთვის მთავარი ხარისხი, სისუფთავე და ის ნდობაა, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

– როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება და როგორ ინარჩუნებთ ხარისხის მაღალ სტანდარტს? – როდესაც მომხმარებელი გეუბნება, რომ შენს პროდუქტს ენდობა — ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. „თი’ინნა“ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ამ ნდობას. სტაბილური ხარისხი და ყურადღება თითოეულ დეტალზე ჩვენი მთავარი ღირებულებაა. მომხმარებლის კმაყოფილება შემთხვევითი არ არის, ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც არასდროს ვღალატობთ.

– როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი და როგორია მიწოდების სერვისი? – ჩვენთან დაკავშირება ძალიან მარტივია: აქტიურები ვართ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ასევე გვაქვს WhatsApp და პირდაპირი სატელეფონო კავშირი. შეკვეთის მიღების შემდეგ, ვარჩევთ სასურველ ბოქსს და პროდუქცია მიგვაქვს ყველგან — როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – ჩვენი გეგმები ხმამაღალი სიტყვები არ არის. ჩვენ უბრალოდ გვინდა მშვიდად და პატიოსნად ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ბებია თინამ დაგვიტოვა — ხარისხის დაკლებისა და ნატურალურობის დაკარგვის გარეშე. თუ მომხმარებელს ჩვენი გემო მოეწონება და ისევ მოგვაკითხავს — ეს ჩვენთვის უკვე დიდი გეგმის შესრულებაა. ბებია თინა აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მისი სურნელი დღესაც ცოცხლობს თქვენს სამზარეულოებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით