შესავალი

ნინი ფიფია ქართული ბრენდის, „ლუვინის“ (Luvienné) დამფუძნებელია. მისი საქმიანობა დაიწყო სურვილით, შეექმნა რაღაც   ემოციური და ძალიან კარგი თანამედროვე ბრენდი . დღეს ნინი ქმნის პრემიუმ ხარისხის ნაქარგ ჰუდებსა და სპორტულ ორეულებს, რომლებიც მხოლოდ სამოსი არ არის — ეს არის თანამედროვეობისა და ქართული ფესვების სინთეზი.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნინი, როგორ მოხდა თქვენი ტრანსფორმაცია იურიდიული სფეროდან მოდის ინდუსტრიაში? – ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა იყო. როგორ გავმხდარიყავი იურისტიდან, სადაც ყველაფერი მკაცრად გაწერილია, შემოქმედი ანტრეპრენერი. თავიდან სულ მაწუხებდა კითხვა: „ექნება თუ არა ჩემს იდეას ფასი?“. მეგონა, ბიზნესი მხოლოდ ციფრები იყო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ის ემოციაა. ეს ბარიერი ჩემი ჰუდების მთავარი მესიჯით — „What if it all works out?“ — გადავლახე. ეს ფრაზა, პირველ რიგში, საკუთარ თავს მივმართე.

– რა არის „ლუვინის“ მთავარი ნიშა და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს? – ჩემი პროდუქცია, ძირითადად, სპორტული და ყოველდღიური (Casual) ხაზია. მომხმარებელს ვთავაზობ ნივთს, რომელიც არის ხარისხიანი, ქართული და ამავდროულად, გაძლევს იმედს და თავდაჯერებულობას. თუ სხვა ბრენდები ყიდიან ვიზუალს, ჩვენ ვყიდით თერაპიულ მესიჯს.

    

– თქვენს სამოსზე ხშირად ვხედავთ ტრადიციულ ნაქარგებს. რატომ გადაწყვიტეთ ამ ელემენტის გამოყენება? – ბევრი ადამიანი ეძებს გზას, რომ იყოს თანამედროვე, მაგრამ არ დაკარგოს ფესვები. ძველი ქართული ნაქარგის გამოყენება ჰუდზე ჭრის კულტურული წყვეტის პრობლემას. ჩვენ ძველ ტრადიციას ვაძლევთ ახალ სიცოცხლეს, რომელიც მოსაწონია ახალგაზრდა თაობისთვის.

– ფრაზა „What if it all works out?“ ბრენდის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. რა იმალება ამ სიტყვების უკან? – ეს ფრაზა პირდაპირ ებრძვის თანამედროვეობის დიდ პრობლემას — გადამეტებულ ფიქრს (Overthinking) და მომავლის შფოთვას. ჩვენი გამოსავალი პოზიტიური მანიფესტაციაა. ჰუდი ხდება „თილისმასავით“, რომელიც მფლობელს ყოველდღე იმედს აძლევს. ხალხს უხარია, რომ თავის იდენტობას ასე მარტივად და გემოვნებით ატარებს.

– რა გაძლევთ მოტივაციას, რომ საქმე განაგრძოთ? – როცა ვხედავ, რომ ჩემი იდეა ნაჭერზე ცოცხლდება და რეალურ ნივთად იქცევა, ეს მაძლევს ძალას, რომ არ გავჩერდე და კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზო „ლუვინის“ მეგობრებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით