“სამნი კონცეპტი” – განსხვავებული და საინტერესო ნივთების ონლაინ მაღაზია
“სამნი კონცეპტი” სამი საუკეთესო მეგობრის მთელი გულით შექმნილი განსხვავებული და საინტერესო ნივთების ონლაინ მაღაზიაა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუში
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
სამნი კონცეპტი სამი საუკეთესო მეგობრის მთელი გულით შექმნილი ნივთების ონლაინ მაღაზიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანების და საკუთარი თავის გაბედნიერებაა, ისეთ გარემოში ცხოვრებაა, რომელიც ჩვენ გვგავს და ჩვენ თავს გამოხატავს – სწორედ ამიტომ, შევქმენით სამნი კონცეპტი, სადაც მთელი გულით შერჩეულ ნივთებს აღმოაჩენთ, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის ან ადრესატის გაბედნიერებაში, საკუთარი სივრცის უფრო კომფორტულ და მყუდრო ადგილად გადაქცევაში. სამნი კონცეპტი 2021 წლის ნოემბერში ჩაიქმნა ონლაინ სივრცეში, მალევე კი ჩვენს მომხმარებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში საახალწლო ,,ქარავანზე” შევხვდით და უკეთესად გავაცანით ჩვენი ბრენდი.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სამნი კონცეპტი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჩვენთან შეხვდებით ქართველი მხატვრების შოკოგრაფიებს, თავსაფრებს, ჩანთებსა და ბალიშებს. ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების ჩანახატებს, პოსტერებესა და პოსტქარდებს. სამნის მიერ შექმნილ განსხვავებული ფორმის სარკეებსა და სხვადასხვა დიზაინის ნივთებს.
– რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ყველას მისცემს შესაძლებლობას საჩუქარი გაუკეთოს საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს. დღევანდელი ჩვენი გამოწვევა სწორედ ბაზარზე არასტაბილურ ფასებს უკავშირდება, რაც არ გვაძლევს საშუალებას სტაბილურად განვსაზღვოთ პროდუქციის ფასები, ისე, რომ ჩვენი მთავარი კონცეფცია არ დავარღვიოთ და ვიყოთ მუდამ მეგობრულები ფასის თვალსაზრისით.
– რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?
სამნი კონცეპტი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც იყენებს სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმას იმისთვის, რომ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი თავი. ასევე, გვინდა გამოვყოთ ჩვენი ბრენდის საახალწლო ბაზრობაზე მონაწილეობა, რომელმაც მოგვცა უფრო მეტი მოტივაცია, ახალი უნარები, შესაძლებლობები და რაც მთავარია, სამნის შესძინა ახალი გულშემატკივრები, მეგობრები და მომხმარებლები.
– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
სამნი კონცეპტის სამომავლო გეგმაა შექმნას უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია, შექმნას კოლაბორაცია სხვადასხვა არტისტებთან, გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა გარე ბაზრობებზე და რაც მთავარია, გააცნოს საკუთარი თავი უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც მომავალში ჩვენი გულშემატკივრები და მომხმარებლები გახდებიან.