მერდინი • Merdini – ახალი სტილი შენი ყოველდღიურობისთვის
– როგორ გაჩნდა იდეა?
მერდინის შექმნით გვინდოდა ხაზი გაგვესვა სტილზე, რომელიც ჩვენ მოგვწონს და რომლის დეფიციტსაც ვხედავდით ადგილობრივ ბაზარზე.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ამჟამად წარმოდგენილი გვაქვს აბრეშუმის შარფები ქალბატონებისთვის და მამაკაცის ხაზი – ჰალსტუხები, ბაფთები.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ პროდუქციის კიდევ სხვა სახეობების დამატებას.
– სახელი როგორ აურჩიეთ წამოწყებას?
მერდინი ძველქართულად ნიშნავს აბრეშუმის ნაზ ქსოვილს, ჩვენი პირველი პროდუქტიც იყო აბრეშუმის ქსოვილით შექმნილი შარფი.
– რა გამოწვევები წინაშე იდგა კომპანია?
ბაზარზე ბევრი არ არის ისეთი საკურიერო კომპანია, რომელიც ძალიან სწრაფ მიწოდებას შეძლებს მომხმარებლისთვის. ეს ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა ჩვენთვის.
ასევე, როგორც ძალიან ახალგაზრდა კომპანიას, გვაქვს სხვა მიმდინარე გამოწვევებიც, რომლებსაც გარკვეული პირადი ძალისხმევით ვუმკლავდებით.
– სად შეისწავლეთ საქმიანობა?
ეს არ არის ჩვენი პირდაპირი პროფესია. უფრო ჰობია, რომელიც სიამოვნებით ვაქციეთ ბიზნეს-საქმიანობად.
– რამდენ დროს უთმობთ თვენს ბიზნესს?
უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე სულ თავიდან. ალბათ, ამ ეტაპზე, ყოველი სამუშაო დღის მესამედს, საშუალოდ.
– როგორია სამომავლო გეგმები?
მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოების პარალელურად, საკუთარი ბრენდული მაღაზიის წარდგენას საზოგადოებისთვის.