მაიკო მაღალაშვილის ტიხრული მინანქარი
– როგორ გაჩნდა იდეა?
პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ვარ ხელოვანი, პროფესიით მხატვარ-გრაფიკოსი და ბუნებრივია, ყოველთვის მქონდა სურვილი ჩემი შეგრძნებების და აღქმების ხელოვნებაში რეალიზება გამეკეთებინა. სწორედ ამ სურვილმა მიმიყვანა სამკაულების შექმნის იდეამდე, რომელშიც აღმოვაჩინე მათი რეალიზების შესაძლებლობა – გადმომეტანა ლითონზე, ის რისი დანახვა და შეგრძნება მსიამოვნებდა, ფერები, ბუნება, რომელსაც დღეს უკვე ვაღვიძებ ჩემს ნამუშევრებში
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
ბავშობიდან ვხატავდი, თუმცა ტიხრული მინანქრით თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი. უნდა აღვნიშნო, რომ ტიხრულ მინანქარზე მუშაობა ძალზედ შრომატევადი საქმიანობაა და მოითხოვს სრულ თავდადებას და ძალისხმევას, რაც საკუთარ თავზე დიდი შრომით მიიღწევა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ადვილი არ იყო, მაგრამ ეს პატარა დეტალები, ტიხრები, რომლთა დამორჩილებაც ვისწავლე, ახლა უკვე მაძლევს საშუალებას , გადმოვცე ის , რაც ძალიან მიყვარს და ჩემია.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია. ნამუშევრები მზადდება ძვირფასს ლითონში. ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. ვმუშაობ ექსკლუზიურ ნამუშევრებზე, მაქვს ინდივიდუალური შეკვეთები. ვმუშაობ როგორც სამკაულზე, ასევე კომპოზიციებზე
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
რაც შეეხება გამოწვევებს, ჩემი დიდი სურვილია სახელოსნოს გაფართოება და ახალი მიმართულების – გამოყენებითი ხელოვნების შექმნა, რაც გულისხმობს სამკაულებთან ერთად ინტერიერისა, თუ ექსტერიერის მოსაწყობი ელემენტების წარმოებას. ვფიქრობ, აღნიშნული ახალ ეტაპზე აიყვანს ჩემს შემოქმედებას და ამასთანავე, ახალი სიტყვა იქნება სამრეწველო სფეროში
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი