LIO OIL — ოთხი შვილის დედის მიერ შექმნილი საავტორო ფორმულები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის
ვინ დგას LIO OIL-ის უკან?
„მე ნათია ვარ, 33 წლის, პროფესიით ბუღალტერი და ოთხი ბიჭის დედა. ჩემი საქმიანობა 2020 წელს დაიწყო, ქართულ ბაზარზე კი 2024 წელს გამოვჩნდით. ჩემს კომპანიაში მე ვარ ყველაფერი — თავად ვწერ საავტორო ფორმულებს, რომლებიც ტრადიციულ მედიცინასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. არ მყავს სპონსორი, ამიტომ ნელ-ნელა, პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯებით მივიწევ წინ. ჩემი მიზანია, მალე „ლიოს“ პროდუქცია აფთიაქების თაროებზეც ვიხილოთ.“
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოშიროგორ გაჩნდა იდეა და პირველი ნაბიჯები
— იდეა ორსულობის დროს გაჩნდა — მჭირდებოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც ეფექტურიც იქნებოდა და უსაფრთხოც. თავიდან მხოლოდ ახლობლებისთვის ვამზადებდი, თუმცა ერთ დღეს სრულიად უცხო ადამიანმა დამირეკა და შეძენა მთხოვა. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი მარაგების შევსებაზე. პირველი ნაბიჯები წარბისა და წამწამის გამაჯანსაღებელი შრატით გადავდგით,რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარული პროდუქტია.

პროდუქციის დამზადების საიდუმლო და ხარისხი
— ჩემი ყველა ფორმულა საავტოროა და ლაბორატორიულ კვლევებს გადის. მომზადების პროცესი საკმაოდ რთულია — ყველაფერი მცენარეების სწორი შერჩევით იწყება. ვიყენებთ როგორც ცივი, ისე ცხელი მომზადების მეთოდს, ზოგჯერ კი პროცესი 40 დღემდე გრძელდება. ნედლეულის დამუშავებისას ტემპერატურის სრული სიზუსტეა დასაცავი, რათა სასარგებლო თვისებები არ დაიკარგოს.
რას სთავაზობთ მომხმარებელს?
— ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია:
- წარბისა და წამწამის გამაჯანსაღებელი შრატი;
- სკალპის დეტოქს ნიღაბი და თმის თერმოდამცავი;
- სხვადასხვა ნატურალური ზეთები (ლავანდის, ჟასმინის, როზმარინის, დაფნის);
- მამაკაცის ხაზი: წვერის ზეთი, შრატი და მყარი შამპუნი;
- რუჯის ბრჭყვიალა ზეთი, ბალმები და საპნები.

მოტივაცია და მომხმარებლის უკუკავშირი
— ჩემი მოტივაცია მომხმარებლის შედეგებია. როცა ადამიანები ჯანმრთელდებიან და მათ ყოველდღიურ ემოციებს მიზიარებენ, მოდუნების საშუალება არ მაქვს. ეს ბიზნესზე მეტია — ჩემს საქმეს უანგაროდ, შვილივით ვზრდი.
გამოწვევები და სამომავლო გეგმები
— მთავარი სირთულე ხარისხიანი ნედლეულის ქართულ ბაზარზე მოძიებაა, ამიტომ ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდან მიწევს მათი შეგროვება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინდა ჩემი პროდუქცია ყველა აფთიაქში იყოს ხელმისაწვდომი.
რჩევა დამწყებ მეწარმეებს:
— „იყავით გულწრფელები და მიზანდასახულები. გწამდეთ საკუთარი თავის და მთებსაც გადადგამთ!“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

