შესავალი

ხელოვნება მრავალფეროვანია და ხშირად ერთი სფერო მეორის შთაგონებად იქცევა ხოლმე. სოფიო ცქიტიშვილი პროფესიით ქორეოგრაფია, თუმცა წლების წინ მან საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა – ხელნაკეთი ნივთების შექმნა. დღეს ის სკულპტურული თაბაშირის დეკორაციებზე მუშაობს და ბრენდ „Sofia’s Art“-ის სახელით მომხმარებელს დახვეწილ ფიგურებს სთავაზობს. მისი გზა ინტერნეტით შესწავლილი ტექნიკებიდან დიდ სამომავლო გეგმებამდე საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ პოულობს ხელოვანი რეალიზაციის ახალ ფორმებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– სოფიო, თქვენი პროფესია ქორეოგრაფიაა. როგორ გაჩნდა იდეა, რომ თაბაშირზე მუშაობა და სკულპტურული დეკორაციების შექმნა დაგეწყოთ? – ხელსაქმე ჩემი ცხოვრების ჰობია, ეს პროცესი დიდ სიმშვიდესა და სიამოვნებას მანიჭებს. ერთ დღესაც უბრალოდ დამებადა იდეა, რომ თაბაშირით სხვადასხვა ფიგურები შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ მქონდა, ინტერესმა მძლია და დავიწყე ძიება.

– სად შეისწავლეთ თაბაშირზე მუშაობის ტექნიკა და რამდენად რთული აღმოჩნდა პირველი ნაბიჯები? – ამ სფეროში სპეციალური განათლება არ მქონია, ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე. ნაბიჯ-ნაბიჯ, დამოუკიდებლად ვხვეწდი ტექნიკას. წლების წინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა და ყოველ ეტაპზე უფრო მეტად ვვითარდებოდი. სირთულეების მიუხედავად, იმედგაცრუება ჯერ არ მქონია, პირიქით – ყოველი წარმატებული ნამუშევარი სტიმულს მაძლევდა.

– თავიდანვე გქონდათ თუ არა გათვლილი, რომ ეს საქმიანობა ბიზნესად იქცეოდა? – თავიდან ბიზნესგეგმა არ მქონია, უბრალოდ ჩემთვის ვქმნიდი. თუმცა, როდესაც ხალხის მხრიდან დიდი მოთხოვნა და ინტერესი დავინახე, გადავწყვიტე, ეს ყველაფერი უფრო სერიოზულ ეტაპზე გადამეტანა და რეალიზებაზეც მეზრუნა. ასე ჩამოყალიბდა ჩემი საქმიანობა იმ სახით, როგორიც დღეს არის.

– როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და რას უნდა ველოდოთ „Sofia’s Art“-ისგან? – სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები და მიზნები მაქვს. ვაპირებ გაფართოებას და ასორტიმენტის კიდევ უფრო მეტად დახვეწას. მომხმარებელს ახლა ყველა სოციალურ ქსელში შეუძლია ჩემთან დაკავშირება და ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით