ხელნაკეთი ჩანთების და აქსესუარების ონლაინ მაღაზია | ნაქსოვი და შეკერილი აქსესუარები საქართველოში
აღმოაჩინეთ უნიკალური, ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები – ნაქსოვი შარფები, ქუდები, ბალაკლავები და შეკერილი ჩანთები მაღალი ხარისხის მასალებით. ორიგინალური დიზაინები ქართველი ოსტატისგან
– როგორ გაჩნდა იდეა?
იდეა გაჩნდა ოცნებიდან, მქონოდა მაღაზია ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად. კერვა არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა მესწავლა, ვიყიდე საკერავი მანქანა და ჩემი პირველი ჩანთები შევკერე, ახლა კი ქსოვაც ჩავრთე საქმეში. მსიამოვნებს ჩემი შემოქმედების სხვებთან გაზიარება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ფიზიკურ მაღაზიასაც გავხსნი.
– მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე
პირველი ნაბიჯი იყო საკერავი მანქანის ყიდვა და მისი გამოყენების სწავლა. ფიქრი სახელსა და ლოგოზე. ამის შემდეგ შევქმენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდები ჩემი ნამუშევრების წარმოსაჩენად.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მაღალი ხარისხის, ფერად და ორიგინალურ შეკერილ ჩანთებს. ასევე ვქმნი ნაქსოვ ჩანთებს, შარფებს, ხელთათმანებს, ქუდებს და ბალაკლავებს.
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
ონლაინ მაღაზიის გახსნამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. ყველაფერი ვისწავლე ეტაპობრივად. ყოველმა გამოწვევამ რაღაც ახალი მასწავლა.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქსოვილისა და ძაფების არჩევანის შეზღუდული რაოდენობა საქართველოში. არ არის ფართო არჩევანი, რაც ართულებს ჩემი პროდუქციისთვის საჭირო მასალების შოვნას.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე