შესავალი

მადონა ჩუბინიძე პროფესიით მედდაა და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. მისთვის ყოველი სამუშაო დღე დიდ პასუხისმგებლობასა და ემოციურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სამსახურის შემდეგ სიმშვიდესა და ენერგიის აღდგენას საყვარელ საქმიანობაში – ქსოვაში პოულობს. ბრენდი „შარავანდედი“ თვითნასწავლი ხელოვანის იმ შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, რომელიც სიყვარულით იქმნება და სხვებსაც სითბოს უზიარებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– მადონა, თქვენი პირველი შეხება ხელსაქმესთან საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა. როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები? – ქსოვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდა – პირველი წინდა 5 ჩხირით სულ რაღაც 5 წლის ასაკში მოვქსოვე. მას შემდეგ ეს საქმიანობა ჩემი განუყოფელი ნაწილია. სრულიად თვითნასწავლი ვარ, ყველაფერი საკუთარი ძალებითა და ინტერესით შევისწავლე.

– თქვენი ძირითადი პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. როგორ ახერხებთ ხელსაქმისთვის დროის გამოყოფას? – მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, სამუშაოს შემდეგ ქსოვა ჩემთვის საუკეთესო რელაქსაციაა. ეს არის პროცესი, სადაც მთელი დღის დაღლილობა მავიწყდება და სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. თითოეული ნამუშევარი, რომელსაც ვქმნი, დიდი სიყვარულითა და პოზიტიური ენერგიით იწყება.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს „შარავანდედის“ სახელით? – ბრენდი „შარავანდედი“ აერთიანებს ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც ტრადიციული მეთოდებითა და თანამედროვე ხედვით იქმნება. ჩემთვის მთავარია, რომ პროდუქტი იყოს ხარისხიანი და მასში იგრძნობოდეს ის სითბო, რომელსაც მუშაობის პროცესში ვდებ.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, რომელსაც სამსახურის შემდეგ უთმობთ დროს? – ეს მხოლოდ საქმიანობა არ არის, ეს ჩემი სიმშვიდის წყაროა. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, შედეგიც ყოველთვის განსაკუთრებული გამოდის. მინდა, რომ „შარავანდედის“ თითოეულმა ნივთმა მფლობელს ის სიმშვიდე და სიხარული მოუტანოს, რასაც მე მათი შექმნისას ვგრძნობ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით