jM design-ის ხელნაკეთი ფეხსაცმლის ისტორია
შირად ამბობენ, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ დაუღალავ შრომასა და დიდ სიყვარულს მოაქვს. jM design სწორედ ასეთი ისტორიის ნაწილია. მისი დამფუძნებელი თვითნასწავლი დიზაინერია, რომელიც ჯერ კიდევ 12 წლის ასაკიდან დაეუფლა ფეხსაცმლის შექმნის ხელოვნებას. დღეს ის ქმნის 100%-ით ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ხელნაკეთ მოდელებს, ზრდის ორ შვილს და ამტკიცებს, რომ არანაირი დაბრკოლება არ არის გადაულახავი, როცა მიზანი შვილების მომავალი და საყვარელი საქმეა.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში
– როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ სფეროში და როგორ იქცა ბავშვობის გატაცება საკუთარ ბრენდად? – ამ საქმეში 12 წლიდან ვარ. ჩემი გზა სხვის საწარმოში მუშაობით დაიწყო, სადაც დღედაღამ ვშრომობდი, დასვენების დღეების გარეშე. 2019 წელს კი გადავწყვიტე, რომ ჩემი ნიჭი და დაუზოგავი სიყვარული საკუთარ ბრენდში გადამეტანა. jM design ჩემი ხედვისა და მრავალწლიანი შრომის რეალიზებაა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სპეციალური განათლება არ მიმიღია, ვამაყობ, რომ ყველაფერი ჩემით, პრაქტიკით ვისწავლე.
– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა არის თქვენი პროდუქტის მთავარი ნიშა? – ჩემი მომხმარებლისთვის ვქმნი 100%-ით ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ხელნაკეთ ფეხსაცმელს. თითოეულ მოდელს ნულიდან ვქმნი და პროცესს ბოლომდე ვაკონტროლებ. ჩემი პროდუქტი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინითა და ხარისხით, რასაც ბევრი კონკურენტი ვერ ახერხებს. ვმუშაობ ინდივიდუალური შეკვეთებით – მომხმარებელი მიკავშირდება, მაძლევს ზომებს და მე მათ სურვილებს რეალობად ვაქცევ.
– თქვენი ისტორიიდან ჩანს, რომ ბევრი სირთულე გამოიარეთ. რა იყო თქვენთვის მთავარი გაკვეთილი? – ცხოვრებაში ბევრი ტკივილი და ღალატი შემხვედრია, როგორც პირადში, ისე საქმეში. მთავარი გაკვეთილი ჩემთვის ისაა, რომ ამ სფეროში საკუთარი თავის გარდა არავის უნდა ვენდო. იმედგაცრუებამ მეტი სიფრთხილე მასწავლა, მაგრამ ვერ გამტეხა – პირიქით, გამაძლიერა. ბრძოლა დღევანდელი ცხოვრებისთვის რთულია, მაგრამ ჩემი საქმისადმი სიყვარული სიმშვიდეს მანიჭებს.

– როგორ უთავსებთ ერთმანეთს ორ შვილს და ასეთ შრომატევად საქმიანობას? – ჩემი შვილები ჩემი მთავარი მოტივაცია და წინსვლის ძალაა. მათ გამო არაფერს დავიზარებ. სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი 4 და 9 წლის „გულები“ სულ თან დამყავს. მართალია, ბალანსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ მთელი ჩემი გონება საქმესა და შვილებში გადამაქვს, რაც ძალიან მამშვიდებს. მთელ დღეებს მათთან ერთად, საყვარელ საქმიანობაში ვატარებ.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს საკუთარი საქმის კეთებას? – ბევრი იშრომეთ და არასოდეს დაეცეთ. ცხოვრებაში ბევრი რამის გავლა მოგიწევთ, ზოგჯერ დაცემამდეც მიხვალთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ! ვისაც წინსვლისთვის ბრძოლა შეუძლია, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


