იტალიური და ქართული ვერცხლის სამკაულები: გაიცანით მაღაზია „ცელესტია“
შესავალი
ნათია ქოქოსაძეს ჟურნალისტიკაში 12-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კარიერული გზა მარკეტინგისა და ანტრეპრენერობისკენ შეიცვალა. „მთავარი არხის“ დახურვის შემდეგ, მან გადაწყვიტა, კრიზისი ახალ შესაძლებლობად ექცია და დიდი ხნის ოცნება აეხდინა. ასე დაიბადა „ცელესტია“ (Celestia) – ვერცხლის სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს როგორც იტალიურ და თურქულ ხარისხს, ისე ქართველი იუველირების ნამუშევრებს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ნათია, 12 წელი ჟურნალისტიკაში იყავით. როგორ გაჩნდა იდეა, რომ რადიკალურად განსხვავებული სფერო – სამკაულების ბიზნესი დაგეწყოთ? – ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი სამკაულების ხაზი, თუმცა ამისთვის დროს ვერ ვპოულობდი. გასული წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც „მთავარი არხი“ დაიხურა, გადავწყვიტე, ეს რთული პერიოდი ჩემი დიდი ხნის სურვილის ასასრულებლად გამომეყენებინა. დავიწყე მუშაობა ბრენდის შექმნაზე და ასე გაჩნდა „ცელესტია“ – ვერცხლის სამკაულების მაღაზია. ახლა უკვე მარკეტინგის სფეროში ვარ, რაც ბიზნესის მართვაშიც მეხმარება.

– რას სთავაზობს „ცელესტია“ მომხმარებელს და საიდან მარაგდება თქვენი კოლექცია? – ჩვენს კოლექციაშია უმაღლესი ხარისხის, 925 სინჯის ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები: ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები და სამაჯურები. გვაქვს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზი. რაც შეეხება წარმომავლობას, კოლექციის ნაწილი იმპორტირებულია თურქეთისა და იტალიის საიუველირო ქარხნებიდან, ხოლო ნაწილი საქართველოში, ადგილობრივი იუველირების მიერ მზადდება, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბრენდს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა ასორტიმენტის გაზრდას? – თავდაპირველად მხოლოდ სამკაულები მქონდა ჩანაფიქრში, თუმცა მადას ჭამაში მოდის. უახლოეს პერიოდში „ცელესტიას“ გაფართოებას ვგეგმავ. კერძოდ, დაგვემატება აბრეშუმის შარფები, რომლებიც სრულად ჩემი დიზაინით დამზადდება – უკვე მაქვს მზა ესკიზები და ვმუშაობ ამ მიმართულებით. რამდენიმე თვეში სხვა აქსესუარებიც გამოჩნდება, დანარჩენ გეგმებს კი სიურპრიზად დავტოვებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


